სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
          01 02
03 04 05 06 07 08 09
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

მინისტრის გადაწყვეტილებით თბილისის „დინამოს“ ვეტერან ფეხბურთელებს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭათ

თარიღი: 2011 მაისი 17



17 მაისს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ლადო ვარძელაშვილის გადაწყვეტილებით სპორტის რაინდის წოდებით დაჯილდოვდა 1981 წლის თბილისის „დინამოს" სრული შემადგენლობა, სამწვრთნელო შტაბთან ერთად. "დინამოს" ვეტერანებისთვის სპორტის რაინდის წოდებების მინიჭება კლუბის მიერ 1981 წლის 13 მაისს მოპოვებული დიდი გამარჯვების 30 წლის იუბილეს უკავშირდება. 

თბილისის "დინამომ" 30 წლის წინ, 1981 წლის 13 მაისს უეფა-ს "თასების მფლობელთა თასის" ფინალში ვლადიმერ გუცაევის და  ვიტალი დარასელიას გოლებით გერმანული "კარლ ცაისი" ანგარიშით 2-1 დაამარცხა და ქართული ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი გამარჯვება მოიპოვა.  

ლადო ვარძელაშვილი:"  მინდა, თბილისის „დინამოს" ფეხბურთელებს მოვულოცო 30 წლის იუბილე, 1981 წლის თასების თასზე გამარჯვების შემდეგ და სპორტის რაინდის წოდებით დავაჯილდოვო. ეს ჯილდო მხოლოდ ოლიმპიურ და მსოფლიოს ჩემპიონებს მიეკუთვნებათ, მაგრამ „დინამოს" ფეხბურთელებმა ქართულ სპორტს და მთლიანად საქართველოს ისეთი დიდი სიხარული აჩუქეს, რომ  ამ ჯილდოს უთუოდ იმსახურებენ.

„დინამო" პირველი გუნდია სპორტის გუნდური სახეობებიდან, ვისაც სპორტის რაინდის წოდება  მიენიჭა, მათ ეს ჯილდო ნამდვილად დაიმსახურეს. იმედს გამოვთქვამ, რომ ქართული ფეხბურთი დიდ გამარჯვებებს  არაერთხელ მოიპოვებს, ამისთვის კი ერთობლივი მუშაობა გვმართებს. უახლოეს მომავალში წარმოვადგენთ სამუშაო პროგრამას და ვეტერან ფეხბურთელებთან აქტიურად ვითანამშრომლებთ".

ვლადიმერ  გუცაევი:" დიდი მადლობა ასეთი ჯილდოსთვის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს. მე როგორც ვიცი, ამ ჯილდოს მხოლოდ ოლიმპიურ და მსოფლიოს ჩემპიონებს გადასცემენ, ჩვენ კი ალბათ, იმ დიდი სიყვარულისთვის და გამარჯვებისთვის დაგვაფასეს, რომელიც ქართველ ხალხს და გულშემატკივარს მოვუტანეთ".

ოთარ გაბელია:"
სასიამოვნოა ჯილდოს მიღება და ასეთი დაფასება. უფრო მეტად სასიხარულო კი ყურადღებაა, რომელსაც სულ ვგრძნობდით. იუბილე მოგვილოცა ყველამ, „დინამოს" ხელმძღვანელობამ, ფეხბურთის ფედერაციამ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ. თუ პირობები იქნება და მოგეხსენებათ ამ მხრივ სიტუაცია სულ უფრო სასიკეთოდ იცვლება, შედეგი აუცილებლად მოვა და მაშინ ჩვენზე ბედნიერი არავინ არ იქნება".

1981 წლის თბილისისდინამოს"  შემადგენლობა რომლებსაც გადაეცათ სპორტის რაინდის წოდებები

ფეხბურთელები

1. ოთარ გაბელია
2. თამაზ კოსტავა
3. ნოდარ ხიზანიშვილი
4. ალექსანდრე ჩივაძე
5. გიორგი თავაძე
6. ვიტალი დარასელია
7. თენგიზ სულაქველიძე
8. ზაურ სვანაძე
9. ვლადიმერ გუცაევი
10. დავით ყიფიანი
11. რამაზ შენგელია
12. კარლო მჭედლიძე
13. ნუგზარ კაკილაშვილი
14. გიორგი ჭილაია
15. ვაჟა ჟვანია
16. შოთა ხინჩიგაშვილი
17. რევაზ ჩელებაძე 
18. ვახტანგ ქორიძე
19. დიმიტრი მუჯირი
20. ამირან ანდღულაძე

სამწვრთნელო შტაბი

21. ნოდარ ახალკაცი - მთავარი მწვრთნელი
22. კახი ასათიანი - გუნდის უფროსი
23. სერგო კუტივაძე - მეორე მწვრთნელი

ფოტო - თამუნა ყულუმბეგაშვილი 
სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 23
საქართველოს ნაკრებმა საღამოს ვარჯიში მაიკლ დიქსონთან ერთად ჩაატარა. ამერიკელი მწვრთნელებმა ბოლოდე დატვირთეს და ცხადია კომბინაციების დამუშავების დროსაც მას გამორჩეული ადგილი ეკავა - დიქსონი ხვალინდელ შეხვედრაში ეროვნული გუნდის უმთავრესი იმედია.საქართველოს ნაკრების "შხვეხატ არენაზე"მისვლის შედეგ მოედანი დატოვა ავსტრიის ნაკრებმა.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
23-25 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები ძიუდოში, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფის პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - დიუსელდორფის გრან სლემზე მიიღებენ მონაწილეობას. დიუსელდორფის გრან სლემზე, მედლებისთვის მსოფლიოს 71 ქვეყნის 500 ძიუდოისტი იბრძოლებს მამაკაცთა და ქალთა შორის. 23, 24 და 25 თებერვალს წინასწარი შეხვედრები 3 ტატამზე თბილისის დროით 13:00 საათიდან დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათიდან აიღებს სტარტს.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან მატჩისთვის მზადებას განაგძობს. ეროვნულმა გუნდმა "შვეხატ არენაზე" მეორე ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში ინტენსიურად არის ჩართული ზუროსის თანაშემწე - გიორგიოს ლიმნიატისი, რომელიც მოთამაშეებთან ინდივიდუალურად მუშაობს.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ვენაში პირველი ვარჯიში გამართა. ილიას ზუროსის გუნდი "შვეხატ არენაზე" 1 საათის და 15 წუთის განმავლობაში დაიტვირთა. ბერძენმა სპეციალისტმა გუნდი კომბინაციებზე ავარჯიშა. დიდი ყურადღება დაეთმო დაცვაში თამაშს და სხვადასხვა ტაქტიკური მონახაზის დამუშავებას. ნაკრების 12-ივე კალათბურთელი თავს კარგად გრძნობს. ერთადერთი ვისაც ტრამვის პრობლემა ჰქონდა, ეს გამოცდილი გამთამაშებელი გიორგი ცინცაძეა, რომელმაც ნაკრების ექიმის თემურ ხვედელიძის განცხადებით რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით გაიარა და 23 თებერვლის მატჩისთვის მზად იქნება. ეროვნულმა გუნდმა ვენაში ერთ-ერთი ლიდერის მაიკლ დიქსონის გარეშე ივარჯიშა. დიქსონი გუნდს ხვალ შეუერთდება და საწვრთნელ პროცესში ჩაერთვება. ზუროსი გუნდს 22 თებერვალს ორჯერ ავარჯიშებს - დილას და საღამოს.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 21
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ჩარტერული რეისით ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ჩაფრინდა და სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" დაბინავდა.