სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
          01 02
03 04 05 06 07 08 09
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

მინისტრმა და ოლიმპიური დელეგაციის წევრებმა ოლიმპიური ფიცი დადეს

თარიღი: 2012 ივლისი 23



ლონდონში გამგზავრების წინ, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრებმა ფიცი დადეს. ფიცის დადების სიმბოლური ცერემონია ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში დღეს გაიმართა და მასში, ნაკრების წევრებთან ერთად, მონაწილეობდნენ მწვრთნელები, ფედერაციების პრეზიდენტები, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი.

ფიცის ტექსტი ოლიმპიური ნაკრების ვიცე-კაპიტანმა, ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა წაიკითხა, რის შემდეგაც სპორტსმენებმა საქართველოს ეროვნული ჰიმნი მოისმინეს.

„ზაფხულის XXX ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე საქართველოს სპორტსმენები პირობას ვდებთ, რომ არ დავზოგავთ ჩვენს ენერგიას და ძალას, შესაძლებლობასა და გამოცდილებას, რათა ვაჩვენოთ მაღალი სპორტული შედეგები და წარმატებით დავიცვათ ჩვენი სამშობლოს ღირსება საერთაშორისო სარბიელზე.

პირობას ვდებთ, რომ ვიასპარეზებთ ჭეშმარიტი სპორტული და ოლიმპიური სულისკვეთებით და ოლიმპიური ქარტიის წესების პატივისცემითა და დაცვით" - განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

ქართველი ოლიმპიელებისთვის ლონდონის თამაშებზე გამგზავრების წინ ეს ერთ-ერთი ბოლო ოფიციალური ღონიძიება იყო თბილისში. დღესვე ოლიმპიურ დელეგაციას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიღებს, 25 ივლისს, გამთენიისას კი ქართული დელეგაცია ლონდონში, ოლიმპიურ თამაშებზე გაემგზავრება.

წლევანდელ ოლიმპიადაზე სპორტის 12 სახეობაში 35 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. გუნდის მედროშე და კაპიტანი ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე იქნება. ნინო სალუქვაძე და მშვილდოსანი ქრისტინე ესებუა უკვე ლონდონში იმყოფებიან.

ოლიმპიური თამაშები 27 ივლისს გაიხსნება, მედლებისთვის ბრძოლაში კი პირველები ძიუდოისტები ჩაერთვებიან.

ფოტო: http://geonoc.org.ge/index.php?l=1&ct=1

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 23
საქართველოს ნაკრებმა საღამოს ვარჯიში მაიკლ დიქსონთან ერთად ჩაატარა. ამერიკელი მწვრთნელებმა ბოლოდე დატვირთეს და ცხადია კომბინაციების დამუშავების დროსაც მას გამორჩეული ადგილი ეკავა - დიქსონი ხვალინდელ შეხვედრაში ეროვნული გუნდის უმთავრესი იმედია.საქართველოს ნაკრების "შხვეხატ არენაზე"მისვლის შედეგ მოედანი დატოვა ავსტრიის ნაკრებმა.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
23-25 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები ძიუდოში, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფის პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - დიუსელდორფის გრან სლემზე მიიღებენ მონაწილეობას. დიუსელდორფის გრან სლემზე, მედლებისთვის მსოფლიოს 71 ქვეყნის 500 ძიუდოისტი იბრძოლებს მამაკაცთა და ქალთა შორის. 23, 24 და 25 თებერვალს წინასწარი შეხვედრები 3 ტატამზე თბილისის დროით 13:00 საათიდან დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათიდან აიღებს სტარტს.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან მატჩისთვის მზადებას განაგძობს. ეროვნულმა გუნდმა "შვეხატ არენაზე" მეორე ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში ინტენსიურად არის ჩართული ზუროსის თანაშემწე - გიორგიოს ლიმნიატისი, რომელიც მოთამაშეებთან ინდივიდუალურად მუშაობს.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ვენაში პირველი ვარჯიში გამართა. ილიას ზუროსის გუნდი "შვეხატ არენაზე" 1 საათის და 15 წუთის განმავლობაში დაიტვირთა. ბერძენმა სპეციალისტმა გუნდი კომბინაციებზე ავარჯიშა. დიდი ყურადღება დაეთმო დაცვაში თამაშს და სხვადასხვა ტაქტიკური მონახაზის დამუშავებას. ნაკრების 12-ივე კალათბურთელი თავს კარგად გრძნობს. ერთადერთი ვისაც ტრამვის პრობლემა ჰქონდა, ეს გამოცდილი გამთამაშებელი გიორგი ცინცაძეა, რომელმაც ნაკრების ექიმის თემურ ხვედელიძის განცხადებით რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით გაიარა და 23 თებერვლის მატჩისთვის მზად იქნება. ეროვნულმა გუნდმა ვენაში ერთ-ერთი ლიდერის მაიკლ დიქსონის გარეშე ივარჯიშა. დიქსონი გუნდს ხვალ შეუერთდება და საწვრთნელ პროცესში ჩაერთვება. ზუროსი გუნდს 22 თებერვალს ორჯერ ავარჯიშებს - დილას და საღამოს.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 21
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ჩარტერული რეისით ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ჩაფრინდა და სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" დაბინავდა.