სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  05 06
19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 აგვისტო 18
თბილისში, ქიაჩელის 14 ნომერში პირველი სოციალური კაფე გაიხსნა, სადაც მხოლოდ ახალგაზრდა მუსიკოსები არიან დასაქმებული. გარდა იმისია, რომ  "Hello Joe"-ს სცენა ახალგაზრდულ ბენდებს ეთმობა, მომსახურე პერსონალიც ახალგაზრდა შემსრულებლებითაა დაკომპლექტებული. სოციალური საწარმოს მიზანია, გადაჭრას დასაქმების საკითხი ახალგაზრდებში.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 აგვისტო 16
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის აცხადებს რეგისტრაციას ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-8 ფორუმში მონაწილეობის მისაღებად. ფორუმი გაიმართება ქალაქ თბილისში 9-10 სექტემბერს.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 აგვისტო 04
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და შპს "სპორტმშენსერვისის" დირექტორმა ლევან ტარყაშვილმა მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს დიღმის ოლიმპიურ აუზზე უმასპინძლეს. ოლიმპიური აუზის მომსახურებით ამ ეტაპზე 12 ბავშვმა ისარგებლა,სამომავლოდ დაგეგმილია თანამშრომლობის გაღრმავება და სპორტულ აქტივობებში უფრო მეტი ბავშვის ჩართულობა.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 აგვისტო 02
გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი,გიორგი ტუმასიანის ინიციატივით და  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელწმიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით,30 ივლისს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა და ახალგაზრდა ეთნიკურმა უმცირესობებმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან  ვაზიანის სამხედრო ბაზაზე საერთაშორისო სწავლება -"ღირსეული პარტნიორი 2017-ის" გახსნის ოფიციალურ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ივლისი 28
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით და საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზებით სოფელ ფოლადაურში „საერთაშორისო  საზაფხულო სკაუტური ბანაკი" გაიხსნა.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ივლისი 27
საქართველოს მოქალაქე ყველა ახალგაზრდას 18 დან 25 წლამდე  საშუალება აქვს გაუგზავნოს  წერილი გაეროს გენერალურ მდივანს! გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის, გიორგი ტუმასიანის ინიციატივით იწყება პროექტი "წერილი გაეროს გენერალურ მდივანს". კონკურსის შედეგად გამოვლენილი სამი საუკეთესო წერილი გადმოეცემა გაეროს გენერალურ მდივანს სექტემბერში ნიუ-იორკში გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის ვიზიტის დროს. გამარჯვებულთა გამოსავლენად შეიქმნება სპეციალური კომისია.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ივლისი 17
16 ივლისს, 21:00  საათზე ანაკლიის „მომავლის ბანაკი" საზეიმოდ გაიხსნა.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ივლისი 14
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალი პროგრამის ,,ახალგაზრდებში სამეწარმეო კომპეტენციების განვითარების პროგრამის'' ფარგლებში პანკისის ხეობაში,  გორში, ზუგდიდსა და ახალციხეში  ,,მეწარმეობის რეგიონული სკოლის'' მონაწილეთა შესარჩევად კრეათონი გაიმართა.  
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ივლისი 12
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მორიგი სოციალური პროექტი „შემოსე თანამოქალაქე" სტარტს დღეიდან იღებს. პროექტს სამინისტრო მეორე წელია აფინანსებს. წელს პროექტი სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის" დაფინანსებით და ხელშეწყობით განხორციელდება. გასულ წელს საქართველოს მასშტაბით 3 000 ბენეფიციარს დაურიგდა ტანსაცმელი და სათამაშოები. მიმდინარე წელს ორგანიზატორები დაახლოებით იგივე რაოდენობის ბენეფიციარს დაეხმარებიან ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ივლისი 05
თბილისის პირველ გიმნაზიაში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე და სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის წარმომადგენლები ფერეიდნელ ახალგაზრდებს შეხვდნენ.
გვერდი 1 სულ 111