სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    01 02 03 04 05
06 07 08 09 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2016 ივლისი 26
„წიგნი ყველა სოფელს" პროექტის ფარგლებში 26 ივლისს, ეთნოგრაფიულ მუზეუმში  წიგნების შეგროვების აქცია მოეწყო. წიგნები ამჯერად სვანეთის ადგილობრივ ბიბლიოთეკებს გადაეცემა.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2016 ივლისი 18
ანაკლიაში საზეიმოდ გაიხსნა „მომავლის ბანაკი 2016". გახსნის ცერემონიას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი მოადგილეებთან, ცენტრის ხელმძღვანელთან გიგა გაბელაისთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრო. „მომავლის ბანაკი" ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ყველაზე მასშტაბური პროგრამაა, რომელსაც ცენტრი მეოთხე წელია ახორციელებს.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2016 ივლისი 18
მასობრივი სპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში ტარიელ ხეჩიკაშვილმა ზუგდიდსა და სოფელ რიყეში სპორტული ობიექტები მოინახულა და სპორტსმენებს შეხვდა.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2016 ივლისი 11
სამინისტროს მიერ დანერგილი ახალი პროგრამის დახმარებით უსინათლო და შეზღუდული მხედველობის მქონე პირები საფეხბურთო მატჩებზე დასწრებას და მათ მაქსიმალურად სრულფასოვან აღქმას შეძლებენ. სამინისტრომ ამისთვის საგანგებოდ მოამზადა კომენტატორები.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2016 ივლისი 11
პანკისის ხეობას, ახალგაზრდული ფესტივალის ფარგლებში, ესტუმრა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე, მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი ირაკლი ჟორჟოლიანი და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დირექტორი გიგა გაბელაია.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2016 ივლისი 06
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უკვე არაერთი სოციალური საწარმო ფუნქციონირებს, მათ შორისაა: სნოს, დუშეთის, მესტიის, ლენტეხის, შავშვების და სხვა სოფლებსა თუ მუნიციპალიტეტებში არსებული სოციალური საწარმოები.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2016 ივლისი 06
თბილისური ეზოს ფესტივალი არის ,,არტარეას'' მიერ ორგანიზებული პროექტი, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. ე.წ. თბილისური ეზოების უმეტესობა, რომელიც თბილისში გვხვდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს და მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ქალაქის განუმეორებელ არქიტექტურულ იერსახეს.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2016 ივლისი 06
16 ივნისს,  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსდებით და არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ახალგაზრდების მთისთვის'' ინიციატივით - სვანეთში ახალგაზრდული ცენტრი „ბეთქილი" განახლდა, რომელიც თავის დროზე ადგილობრივმა კოლორიტმა - ბორის კახიანმა თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2016 ივლისი 04
„ნორჩ მაშველთა კლუბის" წევრები ქალაქ გაბალადან წარმატებით დაბრუნდნენ. ბავშვთა და ახალგზარდობის ეროვნულ ცენტრში მოზარდებს, ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია, უფროსის მოადგილე ნინო ვადაჭკორია და პროგრამებისა და ბანაკების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბაჩი ზურებიანი შეხვდნენ.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2016 ივნისი 30
2015 წლიდან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ სახელმწიფო დონეზე პირველმა დაიწყო    „მოხალისეობის განვითარების პროგრამის საქართველოს მოხალისე"-ს განხორციელება, რომელსაც საფუძვლად უდევს საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა.