სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
      03 04
10 11
18
23 24 25
26 27 28 29 30    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2010 დეკემბერი 24
24 დეკემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით „სამოქალაქო განვითარების სააგენტომ" ქალაქ რუსთავში სპორტული მარათონი და ფოტო-გამოფენა მოაწყო. ღონისძიებაში შაუმიანის, კოდასა და რუსთავში მცხოვრებმა იძულებით გადაადგილებულმა ახალგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა. სპორტული მარათონი ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას ისახავს  მიზნად.     
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2010 დეკემბერი 22
19-21 დეკემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციამ „ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი - საქართველო" თელავში სკოლის მოსწავლეებისთვის პროექტი „აქტიური ახალგაზრდობა და სამართლიანი არჩევნები" განახორციელა.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2010 დეკემბერი 20
20 დეკემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ თბილისის 187–ე საჯარო სკოლაში პროექტის „ახალგაზრდა მოქალაქე 2011“ პრეზენტაცია მოაწყო. სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგებს და მოსწავლეებს სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსი - ჯუმბერ ზურაბიანი შეხვდა. პროექტის „მოქალაქე 2011"  მიზანიაახალგაზრდებში ადამიანის უფლებების, სახელმწიფო მოწყობისა  და მოქალაქეობრივი ღირებულებების შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება.   
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2010 დეკემბერი 17
17 დეკემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე  - გიორგი ავალიანი და სომხეთის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი არტურ პეტროსიანი თსუ-ში სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრაზე სტუმრებმა საქართველოსა და სომხეთის სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმზე ისაუბრეს, ასევე ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხეს.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2010 დეკემბერი 16
16 დეკემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ვლადიმერ ვარძელაშვილი თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სომეხ კოლეგას - არტურ პეტროსიანს სამინისტროში შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში მხარეებმა ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2010 დეკემბერი 16
  14-17 დეკემბერს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის,  რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით სასტუმრო „მეტეხში“ კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციაზე სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები საქართველოში მცხოვრები უმცირესობის პრობლემებზე მსჯელობენ.   
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2010 დეკემბერი 14
14 დეკემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციამ „ბიზნეს ჯგუფმა"  სასტუმრო „თბილისი მარიოტში" პროექტის „BG Wise" პრეზენტაცია მოაწყო. პროექტი ითვალისწინებს თბილისის და საქართველოს რაიონული ცენტრების საჯარო სკოლებში ინტელექტუალური თამაშის - „BG Wise" ჩატარებას.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2010 დეკემბერი 10
9 დეკემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ვლადიმერ ვარძელაშვილი აბროლაურს ეწვია. რაჭა-ლეჩხუმის-ქვემოსვანეთის გუბერნატორ დავით გაგოშიძესთან ერთად მან ამბროლაურის სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. ამბროლაურში ვიზიტის ფარგლებში ვლადიმერ ვარძელაშვილი ადგილობრივ სპორტულ სკოლაში არსებული პირობებით დაინტრესტდა.   
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2010 დეკემბერი 10
9 დეკემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ ვარძელაშვილმა და რაჭა-ლეჩხუმის-ქვემო სვანეთის გუბერნატორმა - დავით გაგოშიძემ ამბროლაურში ახალგაზდობის ცენტრი გახსნეს. გახსნის ცერემონიას ადგილობრივი მოსახლეობა და გამგეობის თანამშრომლები დაესწრნენ. ახალგაზრდული ცენტრი ამბროლაურის  რეგიონში მცოვრები ახალგაზრდების უნარ-ჩვევების ამაღლებას და მათი პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.     
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2010 დეკემბერი 07
7 დეკემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ სულხან სიბაშვილმა და საქართველოში იაპონიის ელჩის მოადგილემ ისამუ აზეჩიმ მარნეულში რეგიონული ახალგაზრდული ცენტრი გახსნეს. მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების უნარ-ჩვევების ამაღლებაა.