სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    04 05
16 18 19
21 22 24 25 26
27 28 29 30      
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2011 იანვარი 18
18 იანვარს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ  - გიორგი ავალიანმა გორში რეგიონული ახალგაზრდობის ცენტრი გახსნა. გორის ახალგაზრდული ცენტრი არის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული უწყება, რომელიც რეგიონში მცოვრები ახალგაზრდების უნარ-ჩვევების ამაღლებას და მათი პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობას  ისახავს მიზნად.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2011 იანვარი 14
14 იანვარს  თბილისში, ,,ბოულინგ ცენტრალში” სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, კავშირმა ,,მშობელთა ხიდი” და თბილისის 198-ე საჯარო სკოლის წარმომადგენლებმა, ახალი ინიციატივის ,,დავასაქმოთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები” პრეზენტაცია მოაწყვეს.  
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2011 იანვარი 13
12 იანვარს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ კინოთეატრ „რუსთაველში“ პროგრამა „პატრიოტის“ შედეგები შეაჯამა და შეკრებილ საზოგადოებას მიმდინარე წელს „პატრიოტთან“ დაკავშირებული სიახლეები გააცნო.კინოთეატრის მცირე დარბაზში სხვადასხვა დროს „პატრიოტის" მონაწილეებს სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ს.ს.ი.პ. „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის" ხელმძღვანელი თათი ელიაძე მიესალმა.   
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2011 იანვარი 08
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, 7 იანვარს სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებული ოჯახების მცირეწლოვანი და ასევე თბილისის მზრუნველობამოკლებულ სახლთა აღსაზრდელებისათვის საშობაო აქცია გაიმართა.  სამინისტროს ორგანიზებით, 700-მდე ბავშვი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრს ესტუმრა და არჩილ სულაკაურის ცნობილი ზღაპარი -  „სალამურა" იხილა.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2010 დეკემბერი 31
31 დეკემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი ავალიანის ინიციატივით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში  საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის თვითმმართველობების პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2010 დეკემბერი 27
27 დეკემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით არასამთავრობო ორგანიზაციამ „მედია ჯგუფი - კრეატივი" სამინისტროს დარბაზში დასაქმების პროგრამის პრეზენტაცია გამართა.პროექტი „დაასაქმე სტუდენტი" თბილისის უმაღლესი სასწავლებლების დამამთავრებელი კურსის წარჩინებული სტუდენტების კერძო სექტორში დასაქმებას ითვალისწინებს.     
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2010 დეკემბერი 24
24 დეკემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით „სამოქალაქო განვითარების სააგენტომ" ქალაქ რუსთავში სპორტული მარათონი და ფოტო-გამოფენა მოაწყო. ღონისძიებაში შაუმიანის, კოდასა და რუსთავში მცხოვრებმა იძულებით გადაადგილებულმა ახალგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა. სპორტული მარათონი ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას ისახავს  მიზნად.     
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2010 დეკემბერი 22
19-21 დეკემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციამ „ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი - საქართველო" თელავში სკოლის მოსწავლეებისთვის პროექტი „აქტიური ახალგაზრდობა და სამართლიანი არჩევნები" განახორციელა.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2010 დეკემბერი 20
20 დეკემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ თბილისის 187–ე საჯარო სკოლაში პროექტის „ახალგაზრდა მოქალაქე 2011“ პრეზენტაცია მოაწყო. სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგებს და მოსწავლეებს სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსი - ჯუმბერ ზურაბიანი შეხვდა. პროექტის „მოქალაქე 2011"  მიზანიაახალგაზრდებში ადამიანის უფლებების, სახელმწიფო მოწყობისა  და მოქალაქეობრივი ღირებულებების შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება.   
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2010 დეკემბერი 17
17 დეკემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე  - გიორგი ავალიანი და სომხეთის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი არტურ პეტროსიანი თსუ-ში სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრაზე სტუმრებმა საქართველოსა და სომხეთის სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმზე ისაუბრეს, ასევე ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხეს.