სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
            01
07 08
10 14 15
21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2010 დეკემბერი 10
9 დეკემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ვლადიმერ ვარძელაშვილი აბროლაურს ეწვია. რაჭა-ლეჩხუმის-ქვემოსვანეთის გუბერნატორ დავით გაგოშიძესთან ერთად მან ამბროლაურის სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. ამბროლაურში ვიზიტის ფარგლებში ვლადიმერ ვარძელაშვილი ადგილობრივ სპორტულ სკოლაში არსებული პირობებით დაინტრესტდა.   
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2010 დეკემბერი 10
9 დეკემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ ვარძელაშვილმა და რაჭა-ლეჩხუმის-ქვემო სვანეთის გუბერნატორმა - დავით გაგოშიძემ ამბროლაურში ახალგაზდობის ცენტრი გახსნეს. გახსნის ცერემონიას ადგილობრივი მოსახლეობა და გამგეობის თანამშრომლები დაესწრნენ. ახალგაზრდული ცენტრი ამბროლაურის  რეგიონში მცოვრები ახალგაზრდების უნარ-ჩვევების ამაღლებას და მათი პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.     
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2010 დეკემბერი 07
7 დეკემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ სულხან სიბაშვილმა და საქართველოში იაპონიის ელჩის მოადგილემ ისამუ აზეჩიმ მარნეულში რეგიონული ახალგაზრდული ცენტრი გახსნეს. მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების უნარ-ჩვევების ამაღლებაა.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2010 ნოემბერი 27
27 ნოემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი ავალიანი მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლ „სათნოებას" ეწვია. სამინისტროს ორგანიზებით, ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისათვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობებმა საქველმოქმედო აქცია ჩაატარეს. 
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2010 ნოემბერი 22
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ვლადიმერ ვარძელაშვილი უმაღლესი სასწავლებლების თვითმმართველობის პრეზიდენტებს სამინისტროში შეხვდა.  შეხვედრის მთავარი თემა უმაღლესს სასწავლებლებში მხიარულთა და საზრიანთა თამაშების აღდგენა, სასწავლებლებს შორის შეჯიბრებების გამართვა და ამ პროცესში სამინისტროს შესაძლო მონაწილეობა იყო.     
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2010 ნოემბერი 17
17 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით, უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობამ სტუდენტთა საერთაშორისო დღე აღნიშნა. სამედიცინო უნივერსიტეტში შეკრებილ სტუდენტებს დღევანდელი დღე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ ვარძელაშვილმა მიულოცა. 
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2010 ნოემბერი 05
პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა, სპორტისა და ახალგაზრდობის, განათლებისა და მეცნიერების და ჯანდაცვის სამინისტროებთან ერთად, გაეროს ბავშვთა ფონდის „იუნისეფის" მხარდაჭერით, საქართველოში ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური განათლების და სპორტში მათი მასობრივი ჩაბმის ერთიანი ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს.  
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2010 ოქტომბერი 27
27 ოქტომბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე და სამინისტროს დეპარტამენტების ხელმძღვანელები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მონაწილეებმა დოკუმენტი „საქართველოს ეროვნული ახალგაზრდული პოლიტიკა" სამუშაო ვერსია განიხილეს. შეხვედრა ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2010 ოქტომბერი 19
19 სექტემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსში დოკუმენტის -  „საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკა" პრეზენტაცია ჩაატარა. თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის თვითმართველობების ხელმძღვანელებსა და სტუდენტებს მ ინისტრი ვლადიმერ ვარძელაშვილი, მისი მოაგილე გიორგი ავალიანი და  ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დირექტორი - თათია ელიაძე შეხვდნენ.     
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2010 ოქტომბერი 01
1 ოქტომბერს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ლადო ვარძელაშვილი, პირველ მოადგილე გიორგი ავალიანთან და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროს - ჯუმბერ ზურაბიანთან ერთად, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო - USAID-ისა და ორგანიზაცია PH International-ის (პროექტი ჰარმონია) წარმოამდგენლებს სამინისტორში შეხვდა.