კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 სექტემბერი 09
9-10 სექტემბერს საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯია-ს მესამე პავილიონი საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-8 ფორუმს მასპინძლობს. ფორუმის ორგანიზატორები არიან: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და მშვიდობისა და განვითარების აკადამია.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 სექტემბერი 04
პროგრამა „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად" სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრმა თავდაცვისა და განათლების სამინისტროებთან ერთად, მთავრობის განკარგულებით განახორციელა.
პროექტი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მიერ უკვე მეორე წელია ფინანსდება და მას „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21" უწევს ორგანიზებას.
თბილისში, ქიაჩელის 14 ნომერში პირველი სოციალური კაფე გაიხსნა, სადაც მხოლოდ ახალგაზრდა მუსიკოსები არიან დასაქმებული. გარდა იმისია, რომ "Hello Joe"-ს სცენა ახალგაზრდულ ბენდებს ეთმობა, მომსახურე პერსონალიც ახალგაზრდა შემსრულებლებითაა დაკომპლექტებული. სოციალური საწარმოს მიზანია, გადაჭრას დასაქმების საკითხი ახალგაზრდებში.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის აცხადებს რეგისტრაციას ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-8 ფორუმში მონაწილეობის მისაღებად. ფორუმი გაიმართება ქალაქ თბილისში 9-10 სექტემბერს.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და შპს "სპორტმშენსერვისის" დირექტორმა ლევან ტარყაშვილმა მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს დიღმის ოლიმპიურ აუზზე უმასპინძლეს. ოლიმპიური აუზის მომსახურებით ამ ეტაპზე 12 ბავშვმა ისარგებლა,სამომავლოდ დაგეგმილია თანამშრომლობის გაღრმავება და სპორტულ აქტივობებში უფრო მეტი ბავშვის ჩართულობა.
გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი,გიორგი ტუმასიანის ინიციატივით და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელწმიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით,30 ივლისს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა და ახალგაზრდა ეთნიკურმა უმცირესობებმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან ვაზიანის სამხედრო ბაზაზე საერთაშორისო სწავლება -"ღირსეული პარტნიორი 2017-ის" გახსნის ოფიციალურ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით და საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზებით სოფელ ფოლადაურში „საერთაშორისო საზაფხულო სკაუტური ბანაკი" გაიხსნა.
საქართველოს მოქალაქე ყველა ახალგაზრდას 18 დან 25 წლამდე საშუალება აქვს გაუგზავნოს წერილი გაეროს გენერალურ მდივანს!
გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის, გიორგი ტუმასიანის ინიციატივით იწყება პროექტი "წერილი გაეროს გენერალურ მდივანს".
კონკურსის შედეგად გამოვლენილი სამი საუკეთესო წერილი გადმოეცემა გაეროს გენერალურ მდივანს სექტემბერში ნიუ-იორკში გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის ვიზიტის დროს. გამარჯვებულთა გამოსავლენად შეიქმნება სპეციალური კომისია.