„მოხალისეობის განვითარების პროგრამის" ფარგლებში შეიქმნა „მოხალისეთა ერთიანი ეროვნული ბაზა", რომელიც განთავსებულია ახალგაზრდული პოლიტიკის მონიტორის ვებგვერდზე youth.gov.ge (http://youth.gov.ge/home / http://volunteers.youth.gov.ge/). ბაზაში დარეგისტრირება შესაძლებელი იქნება 10 თებერვლიდან. ბაზაში დარეგისტრირების საშუალება ექნებათ საქართველოს მასშტაბით მოხალისეობით დაინტერისებულ პირებს, რომლებიც შემდეგში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ სპორტულ და ახალგაზრდულ ღონისძიებებში ასევე, სხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო უწყებების მიერ გამართულ ღონისძიებებში.