სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
        01 02 03
04 05 06 07 08 09 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2016 აგვისტო 16
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით 15 აგვისტოს, ხვამლის მთაზე მოლაშქრეთა მეორე ნაკადი გაემგზავრა.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2016 აგვისტო 14
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით დაიწყო ახალი  სოციალური პროექტი. ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს ლაშქრობებსა და სპორტულ-შემეცნებით აქტივობებში.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2016 აგვისტო 12
12 აგვისტოს, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს, სასტუმრო ,,Holiday Inn"-ში მიმდინარეობს პირველი საკოორდინაციო შეხვედრა ეროვნულ დონეზე ახალგაზრდებთან მომუშავე ორგანიზაციებს შორის. შეხვედრას ესწრება ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, ბატონი რევაზ ჯაველიძე, იუსტიციის სამინისტროს სსიპ ,,დანაშაულის პრევენციის ცენტრის" დირექტორი.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2016 აგვისტო 11
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით იწყება ახალი  პროექტი სოციალურად დაუცველი ახალგაზრდებისათვის. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცემათ მონაწილეობა მიიღონ ლაშქრობებში და სპორტულ-შემეცნებით აქტივობებში. პროექტში მონაწილეობას 1400 ახალგაზრდა მიიღებს.     
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2016 აგვისტო 11
6-9 აგვისტოს ქართულ-ევროპული ინსიტუტის ორგანიზებითა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით საქარველოში ჩატარდა გაეროს პირველი საერთაშორისო მოდელირება. პროექტში მონაწილეობა 14 ქვეყნიდან ჩამოსულმა 130 დელეგატმა მიიღო. პროექტის პირველ დღეს, უცხოელი სტუმრები საქართველოს ისტორიას და კულტურას გაეცნენ და დააგემოვნეს ქართული სამზარეულო.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2016 აგვისტო 11
7 აგვისტოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებითა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით ბორჯომის ხეობის სოფელ ჩითახევში ჩატარდა საქართველოს პირველობა ჯომარდობაში შშმ პირთა შორის. აღნიშნული შეჯიბრი პირველად 2012 წელს ჩატარდა და მას შემდეგ ყოველ წელს იმართება ინტეგრირებული  ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობას სულ უფრო მეტი და მეტი შშმ პირი იღებს - უსინათლო-მცირემხედველი; სმენისარმქონე-სმენადაქვეითებული, ეტლით მოსარგებლე და ამპუტანტი მოასპარეზეები.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2016 აგვისტო 10
საქართველოს პრემიერ-მინისტრი შაორში, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის „მომავლის ბანაკს" ესტუმრა, სადაც 18-დან 25 წლამდე ასაკის 100-ზე მეტი ახალგაზრდა ისვენებს. გიორგი კვირიკაშვილმა, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის საქმეთა მინისტრის მოადგილესთან რევაზ ჯაველიძესთან და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელთან გიგა გაბელაიასთან ერთად  ბანაკის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ახალგაზრდებს გაესაუბრა.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2016 აგვისტო 09
ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროექტ ,,cync კვირეულის" ფარგლებში განხორციელდა ,,Cync კვირეული პანკისში",რომლის მონაწილეები 2 დღიანი ვიზიტით თბილისში იმყოფებოდნენ. მოზარდებმა, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისის ზოოპარკი და ძველი თბილისი მოინახულეს.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2016 აგვისტო 04
  4 აგვისტოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით  ახალგაზრდებმა  საგზაო უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია  დაიწყეს.      
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2016 ივლისი 29
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით და საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზებით სოფელ ფოლადაურში „საერთაშორისო  საზაფხულო სკაუტური ბანაკი" გაიხსნა.