ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge
23 დეკემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შექმნილი ვებ-გვერდისა და პროფორიენტაციის გზამკვლევის პრეზენტაცია გაიმართა.
მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის პროგრამა მიზნად ისახავს დაეხმაროს ახალგაზრდებს პროფესიის არჩევაში და პროფესიული ცხოვრების დაგეგმვაში. აღნიშნული პროექტის საშუალებით, მოზარდები შეძლებენ მათი პიროვნულ-ინდივიდუალური მახასიათებლების გამოვლენას და პროფესიული საქმიანობის ისეთი სფეროს შერჩევას, სადაც ისინი შეძლებენ თვითრეალიზებას.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა შექმნა პროფესიული ორიენტაციის ინტერაქტიული ვებ-გვერდი - http://myprofession.ge/ და პროფორიენტაციის გზამკვლევი/სახელმძღვანელო მოზარდებისათვის.
პროფესიული ორიენტაციის ვებ-გვერდის შესაქმენლად ჩატარდა შესაბამისი კვლევები და შეიქმნა ადაპტირებული ფსიქოდიაგნოსტიკური ტესტები, რომლებიც სხვა საკითხავ მასალებთან ერთად განთავსდა ვებ-გვერდზე http://myprofession.ge/.
პროფორიენტაციის გზამკვლევი დაეხმარება მოზარდებს საკუთარი ინტერესებისა და შესაძლებლობების უკეთ გარკვევში. სახელმძღვანელო ამ სფეროში არსებული უახლესი ლიტერატურის ანალიზის საფუძველზე შეიქმნა. დარგის ექსპერტებმა შინაარსობრივად დაამუშავეს უახლესი ლიტერატურის თარგმანები, მოახდინეს სახელმძღვანელოს სამეცნიერო და ენობრივი რედაქტირება და ამჟამად მიმდინარეობს გზამკვლევის 1000 ეგზემპლარის ბეჭდვა. სახელმძღვანელო ელექტრონული სახით განთავსდა პროფორიენტაციის ვებ-გვერდზე.
მოზარდებს და ახალგაზრდებს, რომლებიც ისარგებლებენ აღნიშნული ვებ-გვერდით საშუალება მიეცემათ ფსიქოლოგიური ტესტების, კითხვარების, სხვადასხვა საჭირო მასალების და გზამკვლევის მეშვეობით მიიღონ ინფორმაცია თავიანთი უნარების, შესაძლებლობების, ძირითადი პიროვნული მახასიათებლებისა და პროფესიებთან შესატყვისი ფსიქოტიპების შესახებ. მიღებული ინფორმაცია მათთვის იქნება ერთგვარი რეკომენდაცია მომავალი პროფესიის ასარჩევად.
მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სამინისტროსა და ორგანიზაცია WORLD VISION GEORGIA-ის წარმომადგენლებთან. პროფორიენტაციის გზამკვლევი/სახელმძღვანელო მოზარდებისათვის მომზადდა WORLD VISION GEORGIA-ს ფინანსური მხარდაჭერით.
სამინისტრო 2014 წელსაც გეგმავს სხვადსხვა სახის ღონისძიებების განხორციელებას პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში.
სამინისტროს პრესსამსახური