სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
            01
07 08
10 14 15
21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

2013 წლის ახალგაზრდულ ნომინაციებში გამარჯვებულების დაჯილდოება

თარიღი: 2013 დეკემბერი 30

30 დეკემბერს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში გაიმართა წლის ახალგაზრდულ ნომინაციებში გამარჯვებულების დაჯილდოება.

სამინისტრომ ჩაატარა კონკურსი, რომლის ფარგლებშიც სპეციალურმა კომისიამ შემოსული განაცხადებიდან გამოავლინა გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში: 

1. წლის ახალგაზრდული ორგანიზაცია - „სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია",

2. წლის ახალგაზრდული პროექტი - „ბიზნეს მარათონი 20=200"

3. წლის ახალგაზრდა - სპეციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდების საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის შეტანილი წვლილისთვის - ყარამან-გიორგი ბერიძე

4. წლის ახალგაზრდა - სწავლასა და მეცნიერებაში მიღწეული განსაკუთრებული წარმატებებისათვის - დიმა ქარჩავა

5. წლის ახალგაზრდა - რომან კალანდაძე

6. წლის ახალგაზრდა მოხალისეავთანდილ მამალაშვილი

აღნიშნული კონკურსის მთავარი მიზანი ახალგაზრდულ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერა და წახალისებაა.

 

 

 

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 19
  ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ახალგაზრდული პარტნიორობა აცხადებს რეგისტრაციას უფასო 6 კვირიან ონლაინ სასწავლო კურსზე ახალგაზრდობის პოლიტიკის შესახებ. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.     
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 13
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით თბილისში კიდევ ერთი სოციალური საწარმო ამოქმედდა. საწარმოში ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა შეისწავლონ ლითონებსა და ტიხრულ მინანქარზე მუშაობა. პროექტი სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ახალგაზრდა ფინანსისტთა და ეკონომისტთა ასოციაციამ განახორციელა.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 09
  ეროვნული ბიბლიოთეკის ცენტრალურ დარბაზში, პროექტის „შემოსე თანამოქალაქე" შემაჯამებელი ღონისძიება და შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სტუდენტური ერთიანობის'' მიერაა ორგანიზებული და უკვე მეორე წელია ხორციელდება.     
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 06
  გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ელჩი გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.  გიორგი ტუმასიანმა მდგრადი განვითარების მიზნებსა და საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. ამასთან, უპასუხა რუსეთის წარმომადგენელს. ტუმასიანის განცხადებით, მოსკოვი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და არღვევს არაერთ საერთაშორისო შეთანხმებას.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 სექტემბერი 22
  სოციალური მეწარმეობის საკითხზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“. კონფერენცია მიზნად ისახავს სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის მექანიზმებისა და სამართლებრივი რეგულირების კუთხით არსებული საჭიროებების წარმოჩენას. მონაწილეებმა ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან ერთად განიხილეს ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება.