ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge
სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო თბილისში, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებას გამართავს. აქციის სლოგანია „იცხოვრე სპორტით".
აქციის ფარგლებში კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრები, მოეწყობა საბავშვო კუთხე და საგამოფენო სივრცე. სპორტული ღონისძიებები დაიწყება 11:00 საათიდან და გაგრძელდება 17:00 საათამდე.
6 აპრილს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო გიწვევთ კუს ტბაზე !!!
გელით ყველას !!! ბავშვებს, სტუდენტებს, ახალგაზრდებს. თითოეულ სტუმარს საშუალება მიეცემა თავად ჩაერთოს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში - სტრიტბოლი (ქუჩის კალათბურთი); გრეხეტბოლი (სახალისო ქუჩის ფეხბურთი); მეკლდეურობა; ქვიშის ფრენბურთი; კანოე; ხრიდოლი; ქართული ჭიდაობა; კარატე; მკლავჭიდი; ჭადრაკი.
სამინისტროს პრესსამსახური