სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
          01 02
03 04 05 06 07 08 09
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

მიიღეთ მონაწილეობა ახალგაზრდული პოლიტიკის სამოქმედო გეგმის ეროვნულ კონფერენციაში

თარიღი: 2014 ივნისი 25

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სახელით გვსურს კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ დიდი მადლობა თქვენი მხარდაჭერისა და თანამშრომლობისათვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებაში შეტანილი აქტიური წვლილისათვის.

გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 27 ივნისს, საგამოფენო ცენტრ „ექპო-ჯეორგია"-ში, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, გაეროს ბავშვთა ფონდთან და გაეროს მოსახლეობის ფონდთან პარტნიორობით მართავს „ახალგაზრდული პოლიტიკის 2014-2020 წლების სამოქმედო გეგმის ეროვნულ კონფერენციას"

კონფერენციის მიზანია, ახალგაზრდებსა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს მიეცეს შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკის დოკუმენტის სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში. მათ მიერ მოწოდებული წინადადებები და დოკუმენტები ასახული იქნება სამოქმედო გეგმის სამუშაო დოკუმენტში, რომელიც მოგვიანებით საქართველოს მთავრობას წარედგინება დასამტკიცებლად.

გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ თქვენი წარმომადგენლის დასწრება ამ ღონისძიებაზე  მნიშვნელოვანი წვლილის შეიტანას საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის და სამოქმედო გეგმის შემუშავებში.

გთხოვთ ღონისძიებაში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით დარეგისტრირდეთ შემდეგ ბმულზე:

სარეგისტრაციო ფორმა

გარდა ამისა  საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო მუშაობას იწყებს კანონის პროექტზე „ახალგაზრდობის საქმეთა შესახებ", რომლის მიზანიცაა ახალგაზრდებთან დაკავშირებულ ურთიერთობათა მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საქართველოს კონსტიტუციასთან, კანონმდებლობასთან, სახელმწიფო ახალგაზრდულ პოლიტიკასა და ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. კანონს გააჩნია რეგულირების სფეროები, იხილეთ ბმულში. პროცესის უზრუნველსაყოფად შეიქმნება კანონის შემმუშავებელი კომისია, რომლის შემადგენლობაშიც იქნებიან, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, სხვა სამინისტროების, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები, რომლებსაც კანონის პროექტის რეგულირების სფეროებში შესაბამისი გამოცდილება გააჩნიათ. გაეცანით ბმულში მითითებულ კანონის რეგულირების სფეროებს, რომლის მიხედვითაც შეიქმნება საკანონმდებლო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფები. გთხოვთ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი საკანონმდებლო რეფორმის ჯგუფის მიმართულება. საკანონმდებლო რეფორმის პრეზენტაცია გაიმართება ასევე 27 ივნისს.

იხილეთ ბმული

ასევე იხილეთ ღონისძიების დღის წესრიგი

დამატებითი ინფორმაცია:

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდთან და გაეროს მოსახლეობის ფონდთან პარტნიორობით მუშაობს ქვეყანაში ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებაზე. ამ პარტნიორობის შედეგად გაწეული სამუშაოს ფარგლებში უკვე შეიქმნა „სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი", რომელიც საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 2 აპრილს დაამტკიცა N 553 განკარგულებით. პოლიტიკის დოკუმენტი უზრუნველყოფს ახალგაზრდობის წინაშე არსებულ გამოწვევათა დაძლევას ახალგაზრდობის საკითხებზე მომუ­შავე სამინისტროების, სახელმწიფო სტრუქტურების, ახალგაზრდების, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის, ასევე, საერთაშორისო, ეროვნული და ადგილობრივი აქტორების ძალისხმევის კოორდინაციით.

ახალგაზრდული პოლიტიკა წარმო­ადგენს კონცეპტუალურ დოკუმენტს და ის საფუძვლად უდევს მთავრობის მიერ ახალგაზრდობასთან დაკავშირებით განხორციელებულ ქმედებებს. ახალგაზრდული პოლიტიკის განსახორციელებლად, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოფს შესაბამის ვადებში განსაზღვრული სამოქმედო გეგმის შემუშავება, განხორციელება და შეფასე­ბა.

2013 წელს დაიწყო ახალგაზრდული პოლიტიკის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა, რომელიც გაწერილია 2014-2020 წლებზე და ფარავს ახალგაზრდული პოლიტიკის ოთხ სტრატეგიულ მიმართულებას: 1. მონაწილეობა; 2. განათლება, დასაქმება და მობილობა; 3. ჯანმრთელობა და 4. სპეციალური მხარდაჭერა და დაცვა. სამოქმედო გეგმა მოიცავს კონკრეტულ და დროში გაწერილ პროგრამებსა და ღონისძიებებს, რომელთაც უნდა უზრუნველყონ ახალგაზრდული პოლიტიკის ამოცანების შესრულება, პროგრესის ინდიკატორებს, ბიუჯეტსა და პასუხისმგებელ უწყებებს. 2014 წელს დაგეგმილია სამოქმედო გეგმების დასრულება.

 

 

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ნოემბერი 06
ზემო ნიქოზის მეკლდეურთა კლუბი სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს დახმარებით 2017 წლიდან  ფუნქციონირებს.  კლუბში უკვე გაწევრიანებული არიან ადგილობრივი ახალგაზრდები, რომლებიც ყოველდღიურად ვარჯიშობენ თანამედროვე ინფრასტრუქტურით და უსაფრთხოების მექანიზმებით აღჭურვილ კლუბში და ქვეყნის მასშტაბით გამართულ შეჯიბრებებზეც აქტიურად გამოდიან.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 30
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტის ,,მეწარმეობის რეგიონული სკოლა''შემაჯამებელი ღონისძიება - დემო დღე, ახალგაზრდა მეწარმეების პროდუქტების გამოფენა„ფაბრიკაში" გაიმართა.პროექტის მონაწილებმა წარმოადგინეს პროექტის ფარგლებში შექმნილი პროტოტიპები - იმ ნაწარმისა და პროდუქციის პირველადი ვერსია, რომლის წარმოების იდეაც სწორედ პროექტის მსვლელობისას გაჩნდა. პროექტში ჩართულნი არიან  ახალგაზრდებიგორიდან, ზუგდიდიდან, ახალციხიდან და  პანკისის ხეობიდან.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 27
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით წეროვანის დევნილთა დასახლებაში სოციალური საწარმო განახლდა. პროექტის მიზანი წეროვანში მდებარე სოციალური საწარმო „იკორთას" ეკონომიკური გაძლიერება და ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის საწარმოში დასაქმების მიზნით პროფესიული გადამზადების კურსების ჩატარება იყო. პროექტის ფარგლებში საწარმო აღიჭურვა საჭირო ტექნიკითა და ინვენტარით. „იკორთაში" ამ ეტაპზე მუდმივადაა დასაქმებული დევნილთა დასახლებაში მცხოვრები 6 ახალგაზრდა. სასწავლო კურსი მათ მინანქრის ოსტატმა საწარმოში დასაქმებულ 6 ახალგაზრდას ჩაუტარა სასწავლო კურსი.  
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 19
  ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ახალგაზრდული პარტნიორობა აცხადებს რეგისტრაციას უფასო 6 კვირიან ონლაინ სასწავლო კურსზე ახალგაზრდობის პოლიტიკის შესახებ. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.     
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 13
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით თბილისში კიდევ ერთი სოციალური საწარმო ამოქმედდა. საწარმოში ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა შეისწავლონ ლითონებსა და ტიხრულ მინანქარზე მუშაობა. პროექტი სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ახალგაზრდა ფინანსისტთა და ეკონომისტთა ასოციაციამ განახორციელა.