სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
          01 02
07 09
15 16
22 23
26 27 28 29 30
31            

იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი!

თარიღი: 2014 აგვისტო 15

15 აგვისტოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ჩატარდა პრესკონფერენცია, სადაც „საქართველოს ახალგაზრდა ელჩების პროგრამის" ორგანიზატორი და მხარდამჭერი უწყებების წარმომადგენლებმა - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ რატი ბრეგაძემ, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ ისაუბრეს აღნიშნული პროექტის, მისი მნიშვნელობისა და მიზნების შესახებ.

პროექტი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება და მისი აქტიური მხარდამჭერები არიან დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, რომელიც მიაწვდის ინფორმაციას საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებს და საგარეო სამქეთა სამინისტრო, რომელიც შუამავლის ფუნქციას შეასრულებს პროექტის მომავალ მონაწილეებსა და სხვადასხვა ქვეყნების საელჩოებს შორის.

ინფორმაცია პროექტის შესახებ

2014 წლის 18 აგვისტოს სტარტს იღებს კონკურსი „საქართველოს ახალგაზრდა ელჩების" შესარჩევად მსოფლიოს 10 ქვეყანაში (კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ცხოვრობენ ამ ქვეყნებში)

1. ამერიკის შეერთებული შტატები;
2. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა;
3. საფრანგეთი;
4. დიდი ბრიტანეთი;
5. ავსტრია;
6. ლიტვა;
7. პოლონეთი;
8. უკრაინა;
9. ჩეხეთი;
10. თურქეთი;

 

პროექტის საშუალებით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ, შესაძლებლობა მიეცემათ ერთწლიანი მანდატით გახდნენ „ახალგაზრდა ელჩები" ადგილსამყოფელ ქვეყნებში და მოახდინონ მათი თანატოლი ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების ინფორმირება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდული პოლიტიკისა და ისტორიის შესახებ.

„ახალგაზრდა ელჩების" მთავარი ამოცანა არის იმ კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებების განხორციელება, რომელთა მიზანს საქართველოს პოპულარიზაცია წარმოადგენს. ამ პროექტებში მონაწილე ახალგაზრდებისაგან ჩამოყალიბდება  საქართველოს უცხოელ ახალგაზრდა მეგობართა ქსელი.

შერჩეულ „ახალგაზრდა ელჩებს", წინასწარ შედგენილი სამოქმედო გეგმისა და საკუთარი ინიციატივების საფუძველზე, საშუალება მიეცემათ განახორციელონ სხვადასხვა კულტურულ-შემოქმედებითი, სპორტული, საგანმანათლებლო და სხვა სახის პროექტები, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ  ადგილობრივი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები ქართველი და უცხოელი ახალგაზრდები.

კონკურსის შედეგად შერჩეული „ახალგაზრდა ელჩები" საქართველოში გამართავენ „ახალგაზრდულ ამბასადორიალს", რომლის ფარგლებშიც ისინი წარმოადგენენ საკუთარ ინიციატივებს და ერთი წლის სამოქმედო გეგმას. ასევე, შეხვდებიან ჩვენი ქვეყნის კულტურის, პოლიტიკის, ეკონომიკის, დიპლომატიური და სხვა სექტორის წარმომადგენლებს.

კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს (18-29 წლის), რომელიც ცხოვრობს საზღვარგარეთ და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას.

დეტალური ინფორმაცია საკონკურსო მოთხოვნების შესახებ იხილეთ ბმულზე

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, 2014 წლის 18 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით, უნდა წარმოადგინონ  დოკუმენტები.

წარმოსადგენი დოკუმენტების სრული ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე

საკონკურსო განაცხადი

განცხადება მინისტრის სახელზე

საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაძლებელია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს კანცელარიაში, 2014 წლის 18 აგვისტოდან  8 სექტემბრის  ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს, მისამართზე: ქ. თბილისი, 0162, ვაკის რაიონი, ჭავჭავაძის გამზ. 49ა

 ან ელექტრონული (დასკანერებული) ფორმით ელ.ფოსტაზე b.bendeliani@msy.gov.ge 

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

პირველი ეტაპი - საკონკურსო განაცხადების შეფასება/გადარჩევა (კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი განაცხადების განხილვის შედეგად, შეირჩევა კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ დადგენილ საკონკურსო მოთხოვნებს და სრულყოფილად წარმოადგენენ მოთხოვნილ დოკუმენტაციას. საკონკურსო განაცხადების შეფასება/გადარჩევის განხილვის საფუძველზე, კომისია იღებს გადაწყვეტილებას კონკურსის მეორე ეტაპზე კანდიდატთა გადაყვანის შესახებ).

მეორე ეტაპი - გასაუბრება (გასაუბრების დროს ფასდება კანდიდატის შესაბამისობის დონე დადგენილ მოთხოვნებთან, მოტივაცია და პიროვნული თვისებები. იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი იმყოფება საზღვარგარეთ გასაუბრება ჩატარდება სკაიპით).

სააპლიკაციო ფორმის შევსებასთან ან კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია პროექტის კოორდინატორთან. (ბექა ბენდელიანი ტელ: +(995) 598300996; E-mail: b.bendeliani@msy.gov.ge)

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ივლისი 17
16 ივლისს, 21:00  საათზე ანაკლიის „მომავლის ბანაკი" საზეიმოდ გაიხსნა.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ივლისი 14
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალი პროგრამის ,,ახალგაზრდებში სამეწარმეო კომპეტენციების განვითარების პროგრამის'' ფარგლებში პანკისის ხეობაში,  გორში, ზუგდიდსა და ახალციხეში  ,,მეწარმეობის რეგიონული სკოლის'' მონაწილეთა შესარჩევად კრეათონი გაიმართა.  
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ივლისი 12
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მორიგი სოციალური პროექტი „შემოსე თანამოქალაქე" სტარტს დღეიდან იღებს. პროექტს სამინისტრო მეორე წელია აფინანსებს. წელს პროექტი სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის" დაფინანსებით და ხელშეწყობით განხორციელდება. გასულ წელს საქართველოს მასშტაბით 3 000 ბენეფიციარს დაურიგდა ტანსაცმელი და სათამაშოები. მიმდინარე წელს ორგანიზატორები დაახლოებით იგივე რაოდენობის ბენეფიციარს დაეხმარებიან ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ივლისი 05
თბილისის პირველ გიმნაზიაში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე და სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის წარმომადგენლები ფერეიდნელ ახალგაზრდებს შეხვდნენ.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ივნისი 29
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო მშვიდობის გავითარების ცენტრთან ერთად მეორე წელია ახორციელებს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური არაფორამალური დიალოგის მხარდაჭერის პროგრამას. პროგრამის ფარგლებში შერჩეული არიან 16-დან 29 წლამდე ახალგაზრდები საქართველოს ექვსი ქალაქიდან (თბილისი, ქუთაისი, წყალტუბო, ზუგდიდი, ბათუმი და ფოთი).