სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    01 02 03 04 05
06 07 08 09 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

სამინისტრო კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს ატარებს

თარიღი: 2016 აგვისტო 17

17 აგვისტოს  სოფელ მისაქციელში ახალგაზრდული საქმიანობის მიმართულებით კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგ-სემინარები ჩატარდა. ტრენინგს ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელი ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენელთა მეორე ნაკადი ესწრებოდა.

სემინარი იყო  ინტერაქტიული. მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე, ბავშვთა და ახლაგაზრდობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი გიგა გაბელაია რეგიონის წარმომადგენლებს გაესაუბრნენ და მათ კითხვებს პასუხობდნენ.

ტრენინგი მიმდინარე წლის 10 აგვისტოდან 22 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. 10-16 აგვისტოს  ტრენინგი აღმოსავლეთ რეგიონების ჯგუფთან ჩატარდა (კახეთი, ქვ.ქართლი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი, სულ 37 მონაწილე), ხოლო 16-22 აგვისტოს დასავლეთ რეგიონების ჯგუფთან (იმერეთი, გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმ ქვ. სვანეთი, აჭარა, აფხაზეთი, სულ 39 მონაწილე) მოეწყობა.

პროგრამის მიზანია მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდობის საკითხთან დაკავშირებულ პასუხისმგებელ პირთა გადამზადება და  კვალიფიკაციის ამაღლება. აღნიშნული საკითხი ხელს შეუწყობს სამინისტროსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებასა და ახალი იდეების განხორციელებას. ასევე „სახელმწიფო ახალგაზრდული პოოლიტიკის" მიზნის ადგილობრივ დონეზე ეფექტურ გატარებასა და ახალგაზრდების განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნას.

ტრენინგ- კურსის ჩატარებას უზრუნველყოფს ააიპ ,,კრეატიული განათლების ცენტრი“

ტრენინგზე განიხილება შემდეგი საკითხები:

  • ახალგაზრდული პოლიტიკის რაობა, პრინციპები, კომპონენტები, სფეროები;
  • ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარება, შემუშავება, განხორციელება, მონიტორინგი და შეფასება, სექტორთაშორისი თანამშრომლობა;
  • ახალგაზრდული პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკა და  პოლიტიკის სამოქმედო გეგმა;
  • ევროპული პრაქტიკა ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში;
  • ადგილობრივ და რეგიონულ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდების მონაწილეობის შესახებ განახლებული ევროპული ქარტია და მისი პრაქტიკაში გამოყენება;
  • ახალგაზრდების მონაწილეობის ინსტრუმენტები;
  • ახალგაზრდების მონაწილეობა ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებაში ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე, საუკეთესო პრაქტიკა;
  • ეფექტიანი თანამშრომლობის განვითარება,  ახალგაზრდულ ორგანიზაციებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის;
  • სტრატეგიული დაგეგმვა, დაინტერესებული მხარეების რუკის შედგენა და შერჩევა, მონაცემების მოგროვება და შეფასება სტრატეგიული დაგეგმვის პროცესისათვის;
  • SWOT ანალიზის,      როგორც ანალიტიკური ინსტრუმენტი და მისი პრაქტიკაში  გამოყენება;
  • ადვოკატირება და ლობირება.

ტრენინგის ფარგლებში 14 -15 აგვისტოს მოეწყო "CYNC ქსელების პრეზენტაცია",რომელსაც სსიპ " ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი"
და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ერთობლივად ახორციელებენ. პრეზენტაციას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია ესწრებოდნენ ,რომლებმაც მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრეს

 

სამინისტროს პრესსამსახური

 

 

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ნოემბერი 06
ზემო ნიქოზის მეკლდეურთა კლუბი სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს დახმარებით 2017 წლიდან  ფუნქციონირებს.  კლუბში უკვე გაწევრიანებული არიან ადგილობრივი ახალგაზრდები, რომლებიც ყოველდღიურად ვარჯიშობენ თანამედროვე ინფრასტრუქტურით და უსაფრთხოების მექანიზმებით აღჭურვილ კლუბში და ქვეყნის მასშტაბით გამართულ შეჯიბრებებზეც აქტიურად გამოდიან.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 30
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტის ,,მეწარმეობის რეგიონული სკოლა''შემაჯამებელი ღონისძიება - დემო დღე, ახალგაზრდა მეწარმეების პროდუქტების გამოფენა„ფაბრიკაში" გაიმართა.პროექტის მონაწილებმა წარმოადგინეს პროექტის ფარგლებში შექმნილი პროტოტიპები - იმ ნაწარმისა და პროდუქციის პირველადი ვერსია, რომლის წარმოების იდეაც სწორედ პროექტის მსვლელობისას გაჩნდა. პროექტში ჩართულნი არიან  ახალგაზრდებიგორიდან, ზუგდიდიდან, ახალციხიდან და  პანკისის ხეობიდან.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 27
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით წეროვანის დევნილთა დასახლებაში სოციალური საწარმო განახლდა. პროექტის მიზანი წეროვანში მდებარე სოციალური საწარმო „იკორთას" ეკონომიკური გაძლიერება და ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის საწარმოში დასაქმების მიზნით პროფესიული გადამზადების კურსების ჩატარება იყო. პროექტის ფარგლებში საწარმო აღიჭურვა საჭირო ტექნიკითა და ინვენტარით. „იკორთაში" ამ ეტაპზე მუდმივადაა დასაქმებული დევნილთა დასახლებაში მცხოვრები 6 ახალგაზრდა. სასწავლო კურსი მათ მინანქრის ოსტატმა საწარმოში დასაქმებულ 6 ახალგაზრდას ჩაუტარა სასწავლო კურსი.  
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 19
  ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ახალგაზრდული პარტნიორობა აცხადებს რეგისტრაციას უფასო 6 კვირიან ონლაინ სასწავლო კურსზე ახალგაზრდობის პოლიტიკის შესახებ. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.     
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 13
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით თბილისში კიდევ ერთი სოციალური საწარმო ამოქმედდა. საწარმოში ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა შეისწავლონ ლითონებსა და ტიხრულ მინანქარზე მუშაობა. პროექტი სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ახალგაზრდა ფინანსისტთა და ეკონომისტთა ასოციაციამ განახორციელა.