სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    01 02 03 04 05
06 07 08 09 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

საქართველოს თასი ლაშქრობაში

თარიღი: 2016 აგვისტო 23

20-21 აგვისტოს ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში ჩატარდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის ყველაზე მაშტაბური  პროექტის  „საქართველოს თასი ლაშქრობაში" ფინალური ეტაპი.

ფინალში ერთმანეთს 10 საუკეთესო გუნდი დაუპირისპირდა, საუკეთესო გუნდები საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარებული შეჯიბრებისას გამოვლინდნენ, უაღრესად დაძაბულ თამაშში ჩაებნენ და ტოლი არ დაუდეს ერთმანეთს.

პროექტში მონაწილეობა მიიღეს 18-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდებმა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტიდან (74 მუნიციპალიტეტი/მერია). მონაწილეებს ადგილზე ჩაუტარდათ სპეციალური ინსტრუქტაჟი თამაშის სპეციფიკისა და პრინციპების შესახებ, ასევე, მიიღეს სასარგებლო ინფორმაცია ბუნებაში ორიენტირებისა და თვითგადარჩენის ხერხების შესახებ.

მესამე ადგილი ყვარლის მოლაშქრეთა გუნდმა დაიკავა, მეორე ადგილი კი ჯავახებმა. ხოლო 2016 წლის სალაშქრო რალის თასი სამეგრელოში, კერძოდ კი ფოთში გადაინაცვლებს და სწორედ ეს უკანასკნელი უმასპინძლებს 2017 წლის გათამაშების ფინალს. სალაშქრო რალის მხარდამჭერები საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, დაცული ტერიტორიების სააგენტო, კომპანიები: Humanity და Geoland-ი იყვნენ.

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ნოემბერი 06
ზემო ნიქოზის მეკლდეურთა კლუბი სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს დახმარებით 2017 წლიდან  ფუნქციონირებს.  კლუბში უკვე გაწევრიანებული არიან ადგილობრივი ახალგაზრდები, რომლებიც ყოველდღიურად ვარჯიშობენ თანამედროვე ინფრასტრუქტურით და უსაფრთხოების მექანიზმებით აღჭურვილ კლუბში და ქვეყნის მასშტაბით გამართულ შეჯიბრებებზეც აქტიურად გამოდიან.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 30
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტის ,,მეწარმეობის რეგიონული სკოლა''შემაჯამებელი ღონისძიება - დემო დღე, ახალგაზრდა მეწარმეების პროდუქტების გამოფენა„ფაბრიკაში" გაიმართა.პროექტის მონაწილებმა წარმოადგინეს პროექტის ფარგლებში შექმნილი პროტოტიპები - იმ ნაწარმისა და პროდუქციის პირველადი ვერსია, რომლის წარმოების იდეაც სწორედ პროექტის მსვლელობისას გაჩნდა. პროექტში ჩართულნი არიან  ახალგაზრდებიგორიდან, ზუგდიდიდან, ახალციხიდან და  პანკისის ხეობიდან.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 27
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით წეროვანის დევნილთა დასახლებაში სოციალური საწარმო განახლდა. პროექტის მიზანი წეროვანში მდებარე სოციალური საწარმო „იკორთას" ეკონომიკური გაძლიერება და ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის საწარმოში დასაქმების მიზნით პროფესიული გადამზადების კურსების ჩატარება იყო. პროექტის ფარგლებში საწარმო აღიჭურვა საჭირო ტექნიკითა და ინვენტარით. „იკორთაში" ამ ეტაპზე მუდმივადაა დასაქმებული დევნილთა დასახლებაში მცხოვრები 6 ახალგაზრდა. სასწავლო კურსი მათ მინანქრის ოსტატმა საწარმოში დასაქმებულ 6 ახალგაზრდას ჩაუტარა სასწავლო კურსი.  
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 19
  ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ახალგაზრდული პარტნიორობა აცხადებს რეგისტრაციას უფასო 6 კვირიან ონლაინ სასწავლო კურსზე ახალგაზრდობის პოლიტიკის შესახებ. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.     
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 13
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით თბილისში კიდევ ერთი სოციალური საწარმო ამოქმედდა. საწარმოში ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა შეისწავლონ ლითონებსა და ტიხრულ მინანქარზე მუშაობა. პროექტი სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ახალგაზრდა ფინანსისტთა და ეკონომისტთა ასოციაციამ განახორციელა.