სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    01 02 03 04 05
06 07 08 09 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

მედიატურნირი ქუჩის კალათბურთში

თარიღი: 2016 სექტემბერი 26

24 სექტემბერს „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის" ორგანიზებით, ქუჩის კალათბურთში მედიატურნირი გაიმართა. ტურნირს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია ესწრებოდნენ. ცენტრის უფროსმა და მინისტრის მოადგილემ პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები დააჯილდოვეს და გამარჯვებულ გუნდს ცენტრის გარდამავალი თასი გადასცეს.
ფინალურ მატჩში ერთმანეთს „რუსთავი 2"-ის და „აფხაზეთის ხმის" გუნდები შეხვდნენ. გამარჯვება „აფხაზეთის ხმის" გუნდმა ანგარიშით 16-8 მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ „აფხაზეთის ხმის" გუნდი უკვე მეორეჯერ გახდა ცენტრის გარდამავალი თასის მფლობელი, შარშან ისინი გამარჯვებულები ქუჩის ფეხბურთში გახდნენ, რომელიც ცენტრის ორგანიზებით წეროვანში გაიმართა.
გამარჯვებულ გუნდს „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის" მიერ დაწესებული გარდამავალი თასი CHILDREN & YOUTH CUP, მედლები,სიგელები და სიმბოლური პრიზები გადაეცა.
ტურნირის სპონსორმა „ფრეგომ" ისინი 400 ლიტრი საწვავით დააჯილდოვა.
მეორე ადგილზე გასულ გუნდს, ასევე „ფრეგოსგან" 200 ლიტრი საწვავი გადაეცა, ცენტრისგან კი, „რუსთავი 2"-ის გუნდი თასით, მედლებით, სიგელებით და სხვადასხვა საჩუქრით დაჯილდოვდა.

კომპანია „ლიდერბეთმა" გამოავლინა ტურნირის საუკეთესო კალათბურთელი - „აფხაზეთის ხმის" წევრი პაატა ფირცხალავა და მას 300 ლარიანი ვაუჩერი გადასცა. ერთადერთ მონაწილე გოგონა თაკო აბესაძე, რადიო „ჯაკოს" გუნდიდან, 100 ლარიანი ვაუჩერით დაჯილდოვდა.
„რუსთავი 2" - ის გუნდის წევრს დავით ფრანგიშვილს, ცენრტისგან სიმბოლური საჩუქარი - საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების წევრების მიერ ხელმოწერილი კალათბურთის ბურთი გადაეცა.
მედიატურნირი წელს მეორედ გაიმართა და მასში რვა მედია-გუნდი მონაწილეობდა:
1. სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2"
2. საზოგადოებრივი მაუწყებელი
3. ტელეკომპანია „იბერია TV"
4. Silk TV
5. ტელეკომპანია TV პირველი
6. რადიო Jako FM
7. აფხაზეთის ხმა
8. ლიდერბეთი
ტურნირის ყველა მონაწილე გუნდს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისგან სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცა.
მედიატურნირი შემაჯამებელი ღონისძიება იყო ცენტრის მიერ წლის მანძილზე საქართველოს ყველა რეგიონში გამართული სპორტული შეჯიბრებებისა, რომელიც CYNC საბავშვო ქუჩის ფეხბურთისა და CYNC ქუჩის კალათბურთის ახალგაზრდული ფესტივალის ფარგლებში გაიმართა.

იხილეთ ფოტო-გალერეა

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ნოემბერი 06
ზემო ნიქოზის მეკლდეურთა კლუბი სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს დახმარებით 2017 წლიდან  ფუნქციონირებს.  კლუბში უკვე გაწევრიანებული არიან ადგილობრივი ახალგაზრდები, რომლებიც ყოველდღიურად ვარჯიშობენ თანამედროვე ინფრასტრუქტურით და უსაფრთხოების მექანიზმებით აღჭურვილ კლუბში და ქვეყნის მასშტაბით გამართულ შეჯიბრებებზეც აქტიურად გამოდიან.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 30
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტის ,,მეწარმეობის რეგიონული სკოლა''შემაჯამებელი ღონისძიება - დემო დღე, ახალგაზრდა მეწარმეების პროდუქტების გამოფენა„ფაბრიკაში" გაიმართა.პროექტის მონაწილებმა წარმოადგინეს პროექტის ფარგლებში შექმნილი პროტოტიპები - იმ ნაწარმისა და პროდუქციის პირველადი ვერსია, რომლის წარმოების იდეაც სწორედ პროექტის მსვლელობისას გაჩნდა. პროექტში ჩართულნი არიან  ახალგაზრდებიგორიდან, ზუგდიდიდან, ახალციხიდან და  პანკისის ხეობიდან.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 27
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით წეროვანის დევნილთა დასახლებაში სოციალური საწარმო განახლდა. პროექტის მიზანი წეროვანში მდებარე სოციალური საწარმო „იკორთას" ეკონომიკური გაძლიერება და ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის საწარმოში დასაქმების მიზნით პროფესიული გადამზადების კურსების ჩატარება იყო. პროექტის ფარგლებში საწარმო აღიჭურვა საჭირო ტექნიკითა და ინვენტარით. „იკორთაში" ამ ეტაპზე მუდმივადაა დასაქმებული დევნილთა დასახლებაში მცხოვრები 6 ახალგაზრდა. სასწავლო კურსი მათ მინანქრის ოსტატმა საწარმოში დასაქმებულ 6 ახალგაზრდას ჩაუტარა სასწავლო კურსი.  
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 19
  ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ახალგაზრდული პარტნიორობა აცხადებს რეგისტრაციას უფასო 6 კვირიან ონლაინ სასწავლო კურსზე ახალგაზრდობის პოლიტიკის შესახებ. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.     
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 13
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით თბილისში კიდევ ერთი სოციალური საწარმო ამოქმედდა. საწარმოში ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა შეისწავლონ ლითონებსა და ტიხრულ მინანქარზე მუშაობა. პროექტი სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ახალგაზრდა ფინანსისტთა და ეკონომისტთა ასოციაციამ განახორციელა.