სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
        01 02 03
04 05 06 07 08 09 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

თათია დოლიძე გაეროს 71-ე გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა

თარიღი: 2016 ოქტომბერი 12

საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლი თათია დოლიძე  გაეროს 71-ე გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.

ბატონო/ქალბატონო თავმჯდომარე,
პატივცემულო დელეგატებო,
ქალბატონებო და ბატონებო,

     დიდი პატივია მივმართო ამ მნიშვნელოვან ფორუმს საქართველოს ახალგაზრდობის სახელით.

უკვე ერთი წელია რაც მსოფლიო მდგრადი განვითარების 15 წლიან მოგზაურობაში ჩაერთო, სადაც ახალგაზრდებს სამმაგი როლი აკისრიათ; ისინი წარმოადგენენ ბენეფიციარებს, პარტნიორებს და პოზიტიური ცვლილებების აგენტებს.

  აქვე მსურს მადლობა გადავუხადო გაერთიანებული ერების ორგანიზაციას ახალგაზრდების ინფორმირებულობის, ჩართულობისა და წახალისების უზრუნველყოფისათვის „ახალგაზრდობის დელეგატის პროგრამის" ჩათვლით, რომლის ეროვნულ დონეზე განხორციელებისათვის ჩემი უღრმესი მადლიერება მსურს გამოვხატო საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიმართ.

    საქართველოში ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება 2030 განვითარების დღის წესრიგის ის ძირითადი გზავნილი, რომელიც  „არცერთი ადამიანის უკან დატოვებას" გულისხმობს. იმ სამწუხარო მოცემულობის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის ოკუპაციის ქვეშ არის ახალგაზრდებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ არ ეძლევათ შესაძლებლობა სრულად ისარგებლონ იმ სიკეთეებით, რასაც მდგრადი განვითარების მიზნები გვთავაზობს.

 საკუთრების უფლებების მასიური დარღვევის, თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვის, თვითნებური დაკავებისა და სიცოცხლის მოსპობის პარალელურად, მსურს ხაზი გავუსვა იმ ლინგვისტურ გენოციდს, რომელიც ხორციელდება გალის, ქართველებით დასახლებულ სკოლებში.

საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეც კი, რომელიც საოკუპაციო ხაზს ესაზღვრება, ხშირ შემთხვევაში უსაფრთხოების შენარჩუნება დიდ გამოწვევას წარმოადგენს. ამასთან დაკავშირებით მსურს გაგიზიაროთ ჩემპიონის გამამხნევებელი, მაგრამ ამავდროულად ძალიან აღმაშფოთებელი ისტორია. 2005 წელს 11 წლის გენო პეტრიაშვილი გატაცებულ იქნა სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სადაც მან პატიმრობის 100 დღე გაატარა. 11 წლის შემდეგ ის ევროპის ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა თავისუფალი სტილის ჭიდაობაში და საქართველოსთვის  მედალი მოიპოვა 2016 წლის რიოს ოლიმპიადაზე. გენომ მოახერხა გადარჩენა და მისი ოცნებების რეალობად ქცევა.

ადამიანური ისტორიები იმ  ქართველი ახალგაზრდების სახელით, რომლებიც კონფლიქტით დაზარალებულ ზონებში ცხოვრობენ უნდა გაჟღერდეს და  საერთაშორისო საზოგადოებამ ხელი უნდა შეუწყოს მათი ოცნებების რეალიზებას (ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას) და არა მათ შიშს (კონფლიქტის მსხვერპლად გახდომა)

     თუმცა ჩემი ქვეყანა 2030 დღის წესრიგის ხელმძღვანელობით განაგრძობს სწრაფ და წარმატებულ განვითარებას,  და უზრუნველყოფს სულ მცირე 400 000 იძულებით გადადგილებული პირის  თანაბრად სარგებლობის შესაძლებლობას.

მდგრადი განვითრების მიზნების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის 4 პუნქტიანი რეფორმის გეგმიდან განსაკუთრებით გამოვყოფდი სოლიდარობის ფონდს - ინოვაციურ გზას იმ ახალგაზრდების დასაფინანსებლად, რომლებიც ონკოლოგიურ დაავადებებს ებრძვიან, ან StartUp Georgia 2016-ს  - რომელიც აფინანსებს ახალგაზრდების ინვოაციურ ინიციატივებს მეწარმეობის განსავითარებლად.  

ასევე, გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის ეგიდით, საინფორმაციო სესიებთან ერთად, მდგრადი განვითარების მიზნებზე მიმართული ორი პროექტი განხორციელდა.

1.      მდგრადი განვითარების მიზნების პირველ, მეოთხე და მერვე პუნქტებს ეხმიანება კამპანია, რომელიც პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით იქნა ინიცირებული. ფოტოები, რომლებზეც ახალგაზრდა შემკეთებლები, ელექტრიკოსები და მსგავსი მუშაკები არიან აღბეჭდილნი,  სოციალურ ქსელში გავრცელდა, რომელიც ძალიან პოზიტიურ გზავნილს ატარებდა - „წარმატებისკენ მიმავალი გზა მრავალფეროვანია".

2.      მდგრადი განვითარების მიზნების მესამე და მეთერთმეტე პუნქტებს ეხმიანება საგზაო უსაფრთხოების წესებთან დაკავშირებული ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარებული „ფლეშმობი", რომელიც გზებზე ქვეითთა უსაფრთხო გაადგილებას ეხებოდა.

ახალგაზრდა დელეგატის მიერ ჩატარებული აქტივობები მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისობით მთელი წლის განმვალობაში გაგრძელდება და უზრუნველყოფს ახალგაზრდების გააზრებულ მონაწიელობას ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რომელიც ახლა მხოლოდ 10%-ით არის გამოხატული.

გაეროს გლობალური კვლევის მიხედვით უკეთესი მსოფლიოსათვის, საქართველოში ახალგაზრდები უპირატესობას დასაქმების შესაძლებლობის არსებობას ანიჭებენ. ამასთან ერთად უმუშევარი ახალგაზრდების უმრავლესობას უმაღლესი განათლება აქვს, რომელიც ცხადად გვიჩვენებს, რომ დასაქმებისა და განათლების ბუნებრივი დამაკავშირებელი არ მუშაობს!

საქართველოში უმაღლესი განათლების დიპლომს უფრო მეტი ქალი ფლობს, ვიდრე მამაკაცი, თუმცა,  უფრო მეტი მამაკაცია დასაქმებული ვიდრე ქალი. სქესთა ძალაუფლებისა და პასუხისმგებლობის დისბალანსი მხოლოდ ეკონომიკური დისკრიმინაციით არ გამოიხატება და შედეგად სექსისტური და სექსუალურ ძალადობაზე დაფუძნებულ დანაშაულებამდე მივყავართ.

თუმცა, მე აქ წარმოდგენილი ვარ როგორც მეორე ქალი, მეხუთე ფემინისტი და მეხუთე ქართველი დელეგატი 2012 წლის შემდეგ, რომელიც უკეთესი საქართველოს გამოხატულებაა, სადაც გოგონებს და ბიჭებს თანაბარი შესაძლებლობები ეძლევათ საკუთარი სრული პოტენციალის გამოსავლენად.

ასევე, ძალიან სამწუხაროა რომ ახალგაზრდა ქართველების 43% შეზღუდული შესაძლებლობების სტიგმას აღიქვამს, როგორც სოციალურ ნორმას. საქართველო წინ მიიწევს ინკლუზიური საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად, ადაპტირებული სპორტული და სპეციალური ეკიპირების შექმნით, რომელიც ადგილობრივად მზადდება.

ამასათანავე განვითარება არასდროს იქნება მდგრადი მშვიდობის გარეშე!

ჩვენ, საქართველოს ახალგაზრდები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით,  საკუთარი კომუნების ერთგვარი მეჩირაღდნეები ვართ, როცა საქმე მდგრად განვითარებას ეხება, და ერთად ბევრად ძლიერები ვართ! ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ერთმანეთთან და ვთქვათ, რომ ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია! და რომ ჩვენ მზად ვართ ამოვიდეთ მტრობისა და შიშის, სოციალური უსამართლობის, გენდერული უთანასწორობისა და ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი - უვიცობისა და ინდიფერენტულობის სიბნელიდან.

მადლობას გიხდით ყურადღებისთვის

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ნოემბერი 06
ზემო ნიქოზის მეკლდეურთა კლუბი სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს დახმარებით 2017 წლიდან  ფუნქციონირებს.  კლუბში უკვე გაწევრიანებული არიან ადგილობრივი ახალგაზრდები, რომლებიც ყოველდღიურად ვარჯიშობენ თანამედროვე ინფრასტრუქტურით და უსაფრთხოების მექანიზმებით აღჭურვილ კლუბში და ქვეყნის მასშტაბით გამართულ შეჯიბრებებზეც აქტიურად გამოდიან.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 30
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტის ,,მეწარმეობის რეგიონული სკოლა''შემაჯამებელი ღონისძიება - დემო დღე, ახალგაზრდა მეწარმეების პროდუქტების გამოფენა„ფაბრიკაში" გაიმართა.პროექტის მონაწილებმა წარმოადგინეს პროექტის ფარგლებში შექმნილი პროტოტიპები - იმ ნაწარმისა და პროდუქციის პირველადი ვერსია, რომლის წარმოების იდეაც სწორედ პროექტის მსვლელობისას გაჩნდა. პროექტში ჩართულნი არიან  ახალგაზრდებიგორიდან, ზუგდიდიდან, ახალციხიდან და  პანკისის ხეობიდან.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 27
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით წეროვანის დევნილთა დასახლებაში სოციალური საწარმო განახლდა. პროექტის მიზანი წეროვანში მდებარე სოციალური საწარმო „იკორთას" ეკონომიკური გაძლიერება და ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის საწარმოში დასაქმების მიზნით პროფესიული გადამზადების კურსების ჩატარება იყო. პროექტის ფარგლებში საწარმო აღიჭურვა საჭირო ტექნიკითა და ინვენტარით. „იკორთაში" ამ ეტაპზე მუდმივადაა დასაქმებული დევნილთა დასახლებაში მცხოვრები 6 ახალგაზრდა. სასწავლო კურსი მათ მინანქრის ოსტატმა საწარმოში დასაქმებულ 6 ახალგაზრდას ჩაუტარა სასწავლო კურსი.  
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 19
  ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ახალგაზრდული პარტნიორობა აცხადებს რეგისტრაციას უფასო 6 კვირიან ონლაინ სასწავლო კურსზე ახალგაზრდობის პოლიტიკის შესახებ. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.     
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 13
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით თბილისში კიდევ ერთი სოციალური საწარმო ამოქმედდა. საწარმოში ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა შეისწავლონ ლითონებსა და ტიხრულ მინანქარზე მუშაობა. პროექტი სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ახალგაზრდა ფინანსისტთა და ეკონომისტთა ასოციაციამ განახორციელა.