სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
        01 02 03
04 05 06 07 08 09 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

სამი არასრულწლოვანი მსჯავრდებული გათავისუფლების შემდეგ ტრენერის ასისტენტად იმუშავებს

თარიღი: 2016 ოქტომბერი 17

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მყოფი სამი მსჯავრდებული გათავისუფლების შემდეგ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ტრენერის ასისტენტად დაიწყებს მუშაობას. „არასრულწლოვან და ახალგაზრდა მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში, N11 დაწესებულებაში მყოფმა ახალგაზრდებმა ეიდეტიკური სწავლების მეთოდოლოგიის ტრენინგები გაიარეს. არასამთავრობო ორგანიზაცია „ბიბლიოთეკა კულტურული ცენტრი -თანადგომა"დაწესებულებიდან გასვლის შემდეგ სამ მათგანს დაასაქმებს. მსჯავრდებულებს ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.

ეიდეტიკური სწავლების მეთოდოლოგიის ტრენინგი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა და მისი მიზანია მეხსიერების, წარმოსახვისა და დამახსოვრების უნარების გაუმჯობესება. ტრენინგზე დასწრება ნებაყოფლობითი იყო. არასრულწლოვან მსჯავრდებულებთან სამი თვის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაცია „ბიბლიოთეკა კულტურული ცენტრი - თანადგომის" ფსიქოლოგები მუშაობდნენ. პროგრამის დასასრულს გ.ხ-მ, გ.მ.-მ და ს.ს-მ კურსის გაგრძელების სურვილი გამოთქვეს. სასჯელის მოხდის შემდეგ, სამივე მათგანი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ პროექტებში ჩაერთვებიან, სწავლებისას ათვისებულ უნარ-ჩვევებს უკვე პრაქტიკაში დახვეწენ და შესაძლებლობა მიეცემათ პროფესიონალ ტრენერებად ჩამოყალიბდნენ.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, პროექტის ხელმძღვანელის შორენა შიუკაშვილის თქმით, „არასრულწლოვან და ახალგაზრდა მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა" უკვე ოთხი წელია მიმდინარეობს და მის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა.

„მნიშვნელოვან ღონისძიებებს შორის არის ეიდეტიკური სწავლების მეთოდოლოგიით ტრენინგი, რომლეშიც ჩართული იყო 10 არასრულწლოვანი მსჯავრდებული. სწავლება ძალიან ეფექტური აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ სამ მსჯავრდებულს გათავისუფლების შემდეგ ტრენერ-ასისტენტებად მიიწვევენ და ისინი სხვადასხვა სახის პროექტებში ჩაერთვებიან".

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელის ზვიად მიხანაშვილის განცხადებით, მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

„დღევანდელი დღეც ამის დადასტურებაა და მინდა აღვნიშნო რომ სამი ახალგაზრდა, რომელიც სასჯელს მოიხდის პენიტენციურ დაწესებულებაში უმტკივნეულოდ დაუბრუნდება საზოგადოებას და დაუყოვნებლივ დასაქმდება. ამისთვის მინდა დიდი მადლობა გადავუხადო არასამთავრობო ორგანიზაცია „თანადგომას" და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს" - განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.

ეიდეტიკური სწავლების მეთოდოლოგიის შემსწავლელი ტრენინგ კურსი პირველად საქართველოში სწორედ N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში განხორციელდა.

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ნოემბერი 06
ზემო ნიქოზის მეკლდეურთა კლუბი სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს დახმარებით 2017 წლიდან  ფუნქციონირებს.  კლუბში უკვე გაწევრიანებული არიან ადგილობრივი ახალგაზრდები, რომლებიც ყოველდღიურად ვარჯიშობენ თანამედროვე ინფრასტრუქტურით და უსაფრთხოების მექანიზმებით აღჭურვილ კლუბში და ქვეყნის მასშტაბით გამართულ შეჯიბრებებზეც აქტიურად გამოდიან.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 30
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტის ,,მეწარმეობის რეგიონული სკოლა''შემაჯამებელი ღონისძიება - დემო დღე, ახალგაზრდა მეწარმეების პროდუქტების გამოფენა„ფაბრიკაში" გაიმართა.პროექტის მონაწილებმა წარმოადგინეს პროექტის ფარგლებში შექმნილი პროტოტიპები - იმ ნაწარმისა და პროდუქციის პირველადი ვერსია, რომლის წარმოების იდეაც სწორედ პროექტის მსვლელობისას გაჩნდა. პროექტში ჩართულნი არიან  ახალგაზრდებიგორიდან, ზუგდიდიდან, ახალციხიდან და  პანკისის ხეობიდან.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 27
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით წეროვანის დევნილთა დასახლებაში სოციალური საწარმო განახლდა. პროექტის მიზანი წეროვანში მდებარე სოციალური საწარმო „იკორთას" ეკონომიკური გაძლიერება და ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის საწარმოში დასაქმების მიზნით პროფესიული გადამზადების კურსების ჩატარება იყო. პროექტის ფარგლებში საწარმო აღიჭურვა საჭირო ტექნიკითა და ინვენტარით. „იკორთაში" ამ ეტაპზე მუდმივადაა დასაქმებული დევნილთა დასახლებაში მცხოვრები 6 ახალგაზრდა. სასწავლო კურსი მათ მინანქრის ოსტატმა საწარმოში დასაქმებულ 6 ახალგაზრდას ჩაუტარა სასწავლო კურსი.  
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 19
  ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ახალგაზრდული პარტნიორობა აცხადებს რეგისტრაციას უფასო 6 კვირიან ონლაინ სასწავლო კურსზე ახალგაზრდობის პოლიტიკის შესახებ. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.     
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 13
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით თბილისში კიდევ ერთი სოციალური საწარმო ამოქმედდა. საწარმოში ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა შეისწავლონ ლითონებსა და ტიხრულ მინანქარზე მუშაობა. პროექტი სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ახალგაზრდა ფინანსისტთა და ეკონომისტთა ასოციაციამ განახორციელა.