ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge
5 ნოემბერს, სასტუმრო „Rooms Hotel Tbilisi"- ში მიმდინარეობს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების" საკოორდინაციო საბჭოს სხდომა.
საკოორდინაციო საბჭოს სხდომაში მონაწილეობას იღებენ მინისტრის მოადგილეები ყველა უწყებიდან, საერთაშორისო ორგანიზაციები, ექსპერტები. საბჭოს სხდომას უძღვება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე. ღონისძიება ჩატარდა გაეროს მოსახლეობის ფონდის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით.
სხდომაზე განიხილება შემდეგი საკითხები:
• პანკისის ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდების განწყობებისა და საჭიროებების კვლევის შედეგები - კვლევა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაკვეთით ჩატარდა. პრეზენტაციას წარმოადგენს სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის ხელმძღვანელი იაგო კაჭკაჭიშვილი;
• ახალგაზრდული საქმიანობის საკვანძო კომპეტენციების ჩარჩო დოკუმენტის პრეზენტაცია (პრეზენტაციას წარმოადგენენ ექსპერტები ნინა გოგოლაძე და გიორგი კაკულია);
• ახალგაზრდული პოლიტიკის სამოქმედო გეგმის მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმები /ვებგვერდი youth.gov.ge სპეციფიკა და ინდიკატორები (პრეზენტაციას წარმოადგენს მამუკა შენგელია, სამინისტროს ახალგაზრდობის საკითხთა კვლევისა და ანალიზის სამმართველო);
• შშმ პირთა საჭიროებების კვლევის შესახებ (პრეზენტაციას წარმოადგენს მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი); ახალგაზრდების საჭიროებების კვლევის თაობაზე (პრეზენტაციას წარმოადგენს ფრ.ებერტის ფონდის წარმომადგენელი).