ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge
20 ნოემბერს ხელბურთის დარბაზში , სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2016-ის მხიარული სტარტების თბილისის ჩემპიონატის ფინალური თამაში გაიმართა. ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ N153-ე, N31-ე, N130-ე და N166-ე საჯარო სკოლების გუნდები. I ადგილი და „მხიარული სტარტების" თბილისის ჩემპიონი გახდა N130-ე საჯარო სკოლა 35 ქულით, II ადგილი 26 ქულით N153-ე სკოლამ დაიკავა, III ადგილზე კი 21 ქულით N166-ე საჯარო სკოლის გუნდი გავიდა. გამარჯვებული (N130-ე საჯარო სკოლის) გუნდი თბილისის სახელით მონაწილეობას მიიღებს მხიარული სტარტების საქართველოს ჩემპიონატის ფინალურ თამაშებში.
„ ვულოცავ N130-ე საჯარო სკოლის გუნდს გამარჯვებას და დიდ მადლობას ვუხდი ყველა გუნდს მონაწილეობისთვის და ასევე, ორგანიზატორებს. რა თქმა უნდა, მსგავსი ჩემპიონატები სტიმულია ბავშვებისთვის, აღსანიშნავია რომ ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდის მიზნით, პროექტმა გაამართლა და წარმატებით ხორციელდება " - აცხადებს მხიარული სტარტების ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით ილურიძე.
„ მხიარული სტარტების თბილისის ჩემპიონატი ხორციელდება ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით, რომლის მიზანიცაა ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და ჯანსაღი თაობის აღზრდა. აღნიშნულ ღონისძიებას მომავალშიც დააფინანსებს თბილისის მერია ვინაიდან ეს მაშტაბურ ხასიათს იძენს და მომავალშიც საქართველოს მასშტაბით ჩატარდება აღნიშნული ღონისძიებები და რა თქმა უნდა, თბილისიც მონაწილელობას მიიღებს „ - აღნიშნა ზაზა კვიციანმა თბილისის მერიის წარმომადგენელმა .
საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაცია სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას ახორციელებს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს თანადგომით, ხოლო ადგილობრივ დონეზე მხიარული სტარტების თბილისის ჩემპიონატი გაიმართა ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით.
სამინისტროს პრესსამსახური