ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge
28-30 ნოემბერს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, ევროპის საბჭოს „სპორტის სფეროში გაფართოებული წილობრივი შეთანხმებისა" (Enlarged Partial Agreement on Sport) და უნგრეთის მთავრობის ორგანიზებით მიმდინარეობს ევროპის ქვეყნების სპორტის მინისტრების რიგით მე-14 კონფერენცია (მინისტერიალი).
მინისტერიალის ფარგლებში განიხილება სპორტის სფეროში არსებული ისეთი გამოწვევები, როგორებიცაა: სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციები, დოპინგი და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები. ამასთან, სპორტზე პასუხისმგებელი ორგანოები და მიწვეული სტუმრები ყურადღებას გაამახვილებენ სპორტის სფეროში კარგი მმართველობის საერთო პრინციპების მნიშვნელობაზე. ევროპის საბჭოს „გაფართოებული წილობრივი შეთანხმების" ფარგლებში, მოწვეული ქვეყნების მინისტრებსა და სპორტულ ორგანიზაციებს აქვთ შესაძლებლობა, რომ მიიღონ რეკომენდაციები და ინფორმაციის გაცვლის გზით, გაიზიარონ სპორტის სფეროში არსებული საუკეთესო გამოცდილება.
29 ნოემბერს მინისტერიალის დასასრულს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და სლოვენიის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს შორის ხელი მოეწერა სპორტის სფეროში თანამშრომლობის ურთიერთგაგების მემორანდუმს.
სლოვენიური მხრიდან, მემორანდუმს ხელი მოაწერა სლოვენიის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრმა - მავა მაკოვიჩ ბრენსისმა და ქართული მხრიდან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ რევაზ ჯაველიძემ. მემორანდუმის მიზანს წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის სპორტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება, სპორტის ხელშეწყობა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარება.