სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    04 05
16 18 19
21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

„ახალგაზრდობის როლი სიღარიბის დაძლევასა და კეთილდღეობის ხელშეწყობაში ცვალებად სამყაროში“

თარიღი: 2017 იანვარი 27

მიმდინარე წლის  30-31 იანვარს ქ. ნიუ-იორკში გაიმართება ეკონომიკისა და სოციალური საბჭოს ახალგაზრდობის ყოველწლიური ფორუმი (ECOSOC). ფორუმში საქართველოს მხრიდან მონაწილეობას მიიღებენ  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა  მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე და საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში თათია დოლიძე. ფორუმი ითვალისწინებს საქართველოს დელეგაციის მხრიდან სიტყვით გამოსვლებს.

ეკონომიკისა და სოციალური საბჭოს ახალგაზრდობის ფორუმის მთავარ მიზნებს შორისაა: ახალგაზრდობისთვის ისეთი პლატფორმის შექმნა, რომელშიც წევრ სახელმწიფოებთან ერთად მაღალი დონის საკითხების დიალოგებში ჩაერთვებიან ახალგაზრდები, მათ შორის მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმში; ინოვაციური მიდგომებისა და ინიციატივების ხელშეწყობა, ახალგაზრდობის განვითარების დღის წესრიგი, ნაციონალურ, რეგიონულ და გლობალურ დონეზე, რათა ხელი შეუწყონ „საერთო კეთილდღეობის" გლობალური პრობლემების გადაჭრას  არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ასევე, 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელების ხელშეწყობით, ახალგაზრდობის განვითარების მიღწევებზე ინფორმაციის გაცვლა და ახალი იდეების გამოკვეთა საერთო ქმედებებისთვის, მშვიდობისა და კეთილდღეობის მიზნით.

2012 წლიდან, ყოველწლიური ეკონომიკისა და სოციალური საბჭოს ახალგაზრდობის ფორუმი (ECOSOC) გახდა პლატფორმა, სადაც ახალგაზრდებს შეუძლიათ საკუთარი წვლილის შეტანა გაერთიანებული ერების პოლიტიკურ დისკუსიებში თავისი იდეებით,  ინოვაციებითა და პრობლემების გადაჭრის გზებით.

ფორუმის შედეგები აისახება, როგორც ყოველწლიური ეკონომიკისა და სოციალური საბჭოს ახალგაზრდობის ფორუმის მაღალი დონის სეგმენტზე, ასევე, პოლიტიკურ ფორუმზე (HLPF), რომელიც ჩატარდება 2017 წლის ივლისში თემაზე „სიღარიბის დაძლევა და კეთილდღეობის ხელშეწყობა ცვალებად სამყაროში".

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ნოემბერი 06
ზემო ნიქოზის მეკლდეურთა კლუბი სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს დახმარებით 2017 წლიდან  ფუნქციონირებს.  კლუბში უკვე გაწევრიანებული არიან ადგილობრივი ახალგაზრდები, რომლებიც ყოველდღიურად ვარჯიშობენ თანამედროვე ინფრასტრუქტურით და უსაფრთხოების მექანიზმებით აღჭურვილ კლუბში და ქვეყნის მასშტაბით გამართულ შეჯიბრებებზეც აქტიურად გამოდიან.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 30
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტის ,,მეწარმეობის რეგიონული სკოლა''შემაჯამებელი ღონისძიება - დემო დღე, ახალგაზრდა მეწარმეების პროდუქტების გამოფენა„ფაბრიკაში" გაიმართა.პროექტის მონაწილებმა წარმოადგინეს პროექტის ფარგლებში შექმნილი პროტოტიპები - იმ ნაწარმისა და პროდუქციის პირველადი ვერსია, რომლის წარმოების იდეაც სწორედ პროექტის მსვლელობისას გაჩნდა. პროექტში ჩართულნი არიან  ახალგაზრდებიგორიდან, ზუგდიდიდან, ახალციხიდან და  პანკისის ხეობიდან.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 27
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით წეროვანის დევნილთა დასახლებაში სოციალური საწარმო განახლდა. პროექტის მიზანი წეროვანში მდებარე სოციალური საწარმო „იკორთას" ეკონომიკური გაძლიერება და ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის საწარმოში დასაქმების მიზნით პროფესიული გადამზადების კურსების ჩატარება იყო. პროექტის ფარგლებში საწარმო აღიჭურვა საჭირო ტექნიკითა და ინვენტარით. „იკორთაში" ამ ეტაპზე მუდმივადაა დასაქმებული დევნილთა დასახლებაში მცხოვრები 6 ახალგაზრდა. სასწავლო კურსი მათ მინანქრის ოსტატმა საწარმოში დასაქმებულ 6 ახალგაზრდას ჩაუტარა სასწავლო კურსი.  
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 19
  ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ახალგაზრდული პარტნიორობა აცხადებს რეგისტრაციას უფასო 6 კვირიან ონლაინ სასწავლო კურსზე ახალგაზრდობის პოლიტიკის შესახებ. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.     
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 13
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით თბილისში კიდევ ერთი სოციალური საწარმო ამოქმედდა. საწარმოში ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა შეისწავლონ ლითონებსა და ტიხრულ მინანქარზე მუშაობა. პროექტი სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ახალგაზრდა ფინანსისტთა და ეკონომისტთა ასოციაციამ განახორციელა.