სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
      03 04
10 11
18
23 24 25
26 27 28 29 30    

მოხალისეთა ერთიანი ეროვნული ბაზა

თარიღი: 2017 თებერვალი 10

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 2015 წლიდან დაიწყო    „მოხალისეობის განვითარების პროგრამის - საქართველოს მოხალისე" განხორციელება. პროგრამის განხორციელებას საფუძვლად უდევს საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა.

პროგრამის მიზანია ეროვნულ დონეზე მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება, მოხალისეთა ერთიანი ქსელის განვითარება საქართველოს მასშტაბით, მოხალისეობის გზით ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობით დაინტერესებული ახალგაზრდების რაოდენობის გაზრდა ქვეყნის მასშტაბით, სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობა, ქვეყანაში საზოგადოების საკეთილდღეოდ, საკუთარი ნების საფუძველზე უანგარო შრომის იდეის პოპულარიზაცია, მოხალისეთა მიერ გაწეული შრომის წახალისება.

„მოხალისეობის განვითარების პროგრამის" ფარგლებში შეიქმნა „მოხალისეთა ერთიანი ეროვნული ბაზა", რომელიც განთავსებულია ახალგაზრდული პოლიტიკის მონიტორის ვებგვერდზე youth.gov.ge (http://youth.gov.ge/home / http://volunteers.youth.gov.ge/). ბაზაში დარეგისტრირება შესაძლებელი იქნება 10 თებერვლიდან. ბაზაში დარეგისტრირების საშუალება ექნებათ საქართველოს მასშტაბით მოხალისეობით დაინტერისებულ პირებს, რომლებიც შემდეგში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ სპორტულ და ახალგაზრდულ ღონისძიებებში ასევე, სხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო უწყებების მიერ გამართულ ღონისძიებებში.

 

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ივნისი 20
  18 ივნისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს  ისრაელიდან 40-მდე ახალგაზრდა ელჩი ესტუმრა. ახალგაზრდა ელჩებს მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე შეხვდა.     
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ივნისი 17
პირველად ქართული რაგბის ისტორიაში რაგბის მატჩზე უსინათლოთათვის ტიფლოკომენტატორი (უსინათლოთა და მცირემხედველთათვის მატჩების აუდიო-აღწერილობითი კომენტირება) იმუშავებს. საქართველო - ირლანდიის დაპირისპირებას მიხეილ მესხის სტადიონზე უსინათლო გულშემატკივრებისთვის ცნობილი კომენტატორი, ნიაზ მამრიკიშვილი გაუძღვება.     
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ივნისი 14
  ბადმინტონის სახეობაში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული, თბილისის N98 საჯარო სკოლის გუნდი 16 ივნისს  საფრანგეთში, ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე გაემგზავრება.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ივნისი 13
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროგრამის „საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში" გამარჯვებული  გიორგი ტუმასიანი გახდა. 21-მა კონკურსანტმა სამი შესარჩევი ეტაპი გაიარა. მესამე ეტაპზე გადასულმა კონკურსანტებმა კომისიის წინაშე წარმოადგინეს საჯარო გამოსვლა თემაზე „Challenges facing youth on national and international level - similarities and differences". გამარჯვებული ქულების დაჯამების შედეგად გამოვლინდა.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ივნისი 06
ტექნო პარკში ,,პროგრამირების ინკლუზიური კურსის'' დახურვის ცერემონია და  უსინათლოთათვის შექნილი ლარის კუპიურის ამომცნობი აპლიკაციის ,,Lari Reader''-ის პრეზენტაცია გაიმართა.