სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       
10
17
23 24
26 27 28 29 30  

აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალგაზრდობის ფანჯრის ფარგლებში პროექტების მიღება იწყება

თარიღი: 2017 თებერვალი 10

16 თებერვალს „სდასუ"-ს დიდ დარბაზში (I სართული) 14:00 საათიდან 18:00 საათამდე გაიმართება „საინფორმაციო დღე" აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალგაზრდობის ფანჯრის ფარგლებში გამოცხადებული პროექტების მიღების თაობაზე.

აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ესტუმრება ევროპული კომისიისა და  ევროპის განათლების, აუდიოვიზუალური და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) წარმომადგენელი, პროგრამის მენეჯერი - Gabriela SCIBIORSKA.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება პრეზენტაცია და დისკუსიები ზემოხსენებული ინიციატივის თაობაზე.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალგაზრდობის ფანჯარა წარმოადგენს ახალ ინიციატივას, რომელიც განხორციელდება ერასმუს+ პროგრამის მეორე კომპონენტის ფარგლებში - „შესაძლებლობების განვითარება ახალგაზრდობის მიმართულებით". ინიციატივა დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, მოლდოვადან და უკრაინიდან.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალგაზრდობის ფანჯარა ასევე წარმოადგენს "ევროკავშირი ახალგაზდობისთვის" (EU4Youth program)  ფართო ინიციატივის ერთ-ერთი კომპონენტს, რომლის მიზანია მხარი დაუჭიროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ახალგაზრდობის აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ეკონომიკის სფეროში.

აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში აპლიკაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 8 მარტი, 15:00 საათი თბილისის დროით (12:00 საათი ბრიუსელის დროით)

 დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ მითითებულ ბმულს:

https://eacea.ec.europa.eu/erasmus-plus/funding/capacity-building-in-field-youth-2017

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 სექტემბერი 22
  სოციალური მეწარმეობის საკითხზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“. კონფერენცია მიზნად ისახავს სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის მექანიზმებისა და სამართლებრივი რეგულირების კუთხით არსებული საჭიროებების წარმოჩენას. მონაწილეებმა ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან ერთად განიხილეს ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება.   
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 სექტემბერი 20
  ლიტვის რესპუბლიკის სოციალური დაცვისა და შრომის სამინისტრომ საქართველოში ოთხდღიანი ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. დელეგაციას სპორტისა და ახლგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ უმასპინძლა.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 სექტემბერი 19
  ბაზალეთში საზეიმოდ გაიხსნა საერთაშორისო ბანაკი  „ConnectingYouthThroughArt: EU-EaPSummerCamp 2017". ბანაკს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი ახორციელებს  და ის საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით ტარდება.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 სექტემბერი 09
9-10 სექტემბერს საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯია-ს მესამე პავილიონი საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-8 ფორუმს მასპინძლობს. ფორუმის ორგანიზატორები არიან: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და მშვიდობისა და განვითარების აკადამია. 
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 სექტემბერი 04
პროგრამა „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად" სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრმა თავდაცვისა და განათლების სამინისტროებთან ერთად, მთავრობის განკარგულებით განახორციელა.