სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
        02 03
08 09 10
13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

დაფინანსების ახალი წყარო ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის

თარიღი: 2017 თებერვალი 16

16 თებერვალს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალგაზრდობის ფანჯრის ფარგლებში გამოცხადებული პროექტების მიღების თაობაზე გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ახალგაზრდობის თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან.   

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ რევაზ ჯაველიძემ.

აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ესტუმრა ევროპული კომისიისა და  ევროპის განათლების, აუდიოვიზუალური და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) წარმომადგენელი, პროგრამის მენეჯერი გაბრიელა ჩიბიორსკა. მან დეტალურად ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნოირობის მიერ წამოწყებულ ინიციატივაზე და წარმოადგინა დეტალური ინსტრუქციები დაფინანსების მოპოვებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალგაზრდობის ფანჯარა წარმოადგენს ახალ ინიციატივას, რომელიც განხორციელდება ერასმუს+ პროგრამის მეორე კომპონენტის ფარგლებში - „შესაძლებლობების განვითარება ახალგაზრდობის მიმართულებით". ინიციატივა დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, მოლდოვადან და უკრაინიდან.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალგაზრდობის ფანჯარა ასევე წარმოადგენს "ევროკავშირი ახალგაზდობისთვის" (EU4Youth program)  ფართო ინიციატივის ერთ-ერთი კომპონენტს, რომლის მიზანია მხარი დაუჭიროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ახალგაზრდობის აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ეკონომიკის სფეროში.

აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში აპლიკაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 8 მარტი, 15:00 საათი თბილისის დროით (12:00 საათი ბრიუსელის დროით)

 დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ მითითებულ ბმულს:

https://eacea.ec.europa.eu/erasmus-plus/funding/capacity-building-in-field-youth-2017

იხილეთ პრეზენტაცია კონკურსის შესახებ

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ნოემბერი 06
ზემო ნიქოზის მეკლდეურთა კლუბი სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს დახმარებით 2017 წლიდან  ფუნქციონირებს.  კლუბში უკვე გაწევრიანებული არიან ადგილობრივი ახალგაზრდები, რომლებიც ყოველდღიურად ვარჯიშობენ თანამედროვე ინფრასტრუქტურით და უსაფრთხოების მექანიზმებით აღჭურვილ კლუბში და ქვეყნის მასშტაბით გამართულ შეჯიბრებებზეც აქტიურად გამოდიან.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 30
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტის ,,მეწარმეობის რეგიონული სკოლა''შემაჯამებელი ღონისძიება - დემო დღე, ახალგაზრდა მეწარმეების პროდუქტების გამოფენა„ფაბრიკაში" გაიმართა.პროექტის მონაწილებმა წარმოადგინეს პროექტის ფარგლებში შექმნილი პროტოტიპები - იმ ნაწარმისა და პროდუქციის პირველადი ვერსია, რომლის წარმოების იდეაც სწორედ პროექტის მსვლელობისას გაჩნდა. პროექტში ჩართულნი არიან  ახალგაზრდებიგორიდან, ზუგდიდიდან, ახალციხიდან და  პანკისის ხეობიდან.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 27
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით წეროვანის დევნილთა დასახლებაში სოციალური საწარმო განახლდა. პროექტის მიზანი წეროვანში მდებარე სოციალური საწარმო „იკორთას" ეკონომიკური გაძლიერება და ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის საწარმოში დასაქმების მიზნით პროფესიული გადამზადების კურსების ჩატარება იყო. პროექტის ფარგლებში საწარმო აღიჭურვა საჭირო ტექნიკითა და ინვენტარით. „იკორთაში" ამ ეტაპზე მუდმივადაა დასაქმებული დევნილთა დასახლებაში მცხოვრები 6 ახალგაზრდა. სასწავლო კურსი მათ მინანქრის ოსტატმა საწარმოში დასაქმებულ 6 ახალგაზრდას ჩაუტარა სასწავლო კურსი.  
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 19
  ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ახალგაზრდული პარტნიორობა აცხადებს რეგისტრაციას უფასო 6 კვირიან ონლაინ სასწავლო კურსზე ახალგაზრდობის პოლიტიკის შესახებ. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.     
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 13
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით თბილისში კიდევ ერთი სოციალური საწარმო ამოქმედდა. საწარმოში ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა შეისწავლონ ლითონებსა და ტიხრულ მინანქარზე მუშაობა. პროექტი სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ახალგაზრდა ფინანსისტთა და ეკონომისტთა ასოციაციამ განახორციელა.