სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       
10
17
23 24
26 27 28 29 30  

სუამ-ის სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის პირველი სხდომა

თარიღი: 2017 მარტი 02

27-28 თებერვალს ქ.კიევში გაიმართა დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ის სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის პირველი სხდომა, რომელშიც  მონაწილეობა მიიღეს სუამ -ის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა, წევრი სახელმწიფოების საელჩოებმა და  სუამ-ის სამდივნოს წარმომადგენლებმა.

აღნიშნულ შეხვერაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სპორტისა და ახლაგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ  რევაზ ჯაველიძემ. ქართულმა დელეგაციამ სხდომის მონაწილეებს გააცნო  სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში მიმდინარე აქტუალური საკითხები, მათ შორის: შემუშავებული კანონპროექტი „ახალგაზრდული საქმიანობების მხარდაჭერის" თაობაზე, არაფორმალური განათლების სისტემის განვითარება, ახალგაზრდული სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერა. მინისტრის მოადგილემ ასევე, გამოთქვა ინიციატივა საქართველოში საზაფხულო ბანაკების ჩატარების თაობაზე სუამ -ის წევრი ქვეყნების ახალგაზრდებისთვის. აღნიშნული ინიციატივა მხარდაჭერილი იქნა სუამ-ის წევრი ქვეყნების დელეგაციების წარმომადგენლების მიერ.

რევაზ ჯაველიძემ ვიზიტის ფარგლებში გააჟღერა საქართველოს ინიციატივა  2018 წელს უმასპინძლოს ეპასის (ევროპის საბჭოს გაფართოებული წილობრივი შეთანხმება სპორტის სფეროში) მინისტერიალს და დამსწრე ქვეყნებს  მოუწოდა მხარდაჭერისკენ.

სხდომის ფარგლებში მხარეებმა დაამტკიცეს  სუამ-ის სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხებზე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და შეიმუშავეს 2017-18 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი.

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 სექტემბერი 22
  სოციალური მეწარმეობის საკითხზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“. კონფერენცია მიზნად ისახავს სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის მექანიზმებისა და სამართლებრივი რეგულირების კუთხით არსებული საჭიროებების წარმოჩენას. მონაწილეებმა ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან ერთად განიხილეს ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება.   
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 სექტემბერი 20
  ლიტვის რესპუბლიკის სოციალური დაცვისა და შრომის სამინისტრომ საქართველოში ოთხდღიანი ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. დელეგაციას სპორტისა და ახლგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ უმასპინძლა.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 სექტემბერი 19
  ბაზალეთში საზეიმოდ გაიხსნა საერთაშორისო ბანაკი  „ConnectingYouthThroughArt: EU-EaPSummerCamp 2017". ბანაკს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი ახორციელებს  და ის საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით ტარდება.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 სექტემბერი 09
9-10 სექტემბერს საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯია-ს მესამე პავილიონი საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-8 ფორუმს მასპინძლობს. ფორუმის ორგანიზატორები არიან: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და მშვიდობისა და განვითარების აკადამია. 
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 სექტემბერი 04
პროგრამა „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად" სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრმა თავდაცვისა და განათლების სამინისტროებთან ერთად, მთავრობის განკარგულებით განახორციელა.