სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
         
09
14 15 16
17 22 23
28 29 30

რევაზ ჯაველიძის სამუშაო ვიზიტი ECOSOC-ს ყოველწლიურ ფორუმზე

თარიღი: 2017 მარტი 02

30-31 იანვარს ქ. ნიუ-იორკში გაიმართა ეკონომიკისა და სოციალური საბჭოს ახალგაზრდობის ყოველწლიური ფორუმი (ECOSOC). ფორუმზა საქართველოს სახელით სიტყვით გამოვიდა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე.

ეკონომიკისა და სოციალური საბჭოს ახალგაზრდობის ფორუმის მთავარ მიზანს წარმოადგენდა: ახალგაზრდობისთვის ისეთი პლატფორმის შექმნა, რომელშიც წევრ სახელმწიფოებთან ერთად მაღალი დონის საკითხების დიალოგებში ჩაერთვებიან ახალგაზრდები, მათ შორის მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმში; ინოვაციური მიდგომებისა და ინიციატივების ხელშეწყობა, ახალგაზრდობის განვითარების დღის წესრიგი, ნაციონალურ, რეგიონულ და გლობალურ დონეზე, რათა ხელი შეუწყონ „საერთო კეთილდღეობის" გლობალური პრობლემების გადაჭრას  არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ასევე, 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელების ხელშეწყობით, ახალგაზრდობის განვითარების მიღწევებზე ინფორმაციის გაცვლა და ახალი იდეების გამოკვეთა საერთო ქმედებებისთვის, მშვიდობისა და კეთილდღეობის მიზნით.

რევაზ ჯაველიძემ თავის მოხსენებაში დეტალურად ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომლების წინაშეც დგას საქართველოს მთავრობა ახალგაზრდობის პოლიტიკის იმპლემენტაციის პროცესში. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 2013 წლიდან შეიმუშავა სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი შემდგომ კი დოკუმენტით გათვალისწინებული მიზნების და ამოცანების მისაღწევი სამოქმედო გეგმა. სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელიც დაკომპლექტებული იყო ყველა სამინისტროს წარმომადგენლით, პარლამეტის წევრებითა და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენლებით.

გამოიკვეთა ახალგაზრდების, მათი როლისა და საჭიროებების შესახებ მკაფიო და ერთიანი ხედვა, რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდება შესაბამისი მიდგომები და მექანიზმები საქართველოში ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისათვის.

სახელმწიფოსა და UNFPA-ს ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა ახალგაზრდულ საკითხთა ადვოკატირების პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს ახალგაზრდობის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებსა და თავად ახალგაზრდებს ღიად ისაუბრონ პრობლემურ საკითხებზე და გამოწვევებზე.

სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორიცაა World Vision, აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში წარმატებით მიმდინარეობს ახალგაზრდობის მუშაკების გადამზადება და სერტიფიცირება.

სამინისტროს ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება „ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმი", რომელშიც მონაწილეობას იღებენ საქართველოს მასშტაბით არსებული არასამთავრობო ორგანიზაციები, ფორუმში მონაწილეთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, 2016 წელს ფორუმზე საკუთარი საქმიანობის ამსახველი მასალა და სამომავლო გეგმები 181-მა ორგანიზაციამ წარადგინა.

მინისტრის მოადგილის თქმით აღნიშნული მიმართულებით სამინისტრო კიდევ უფრო აქტიურ მუშაობას გეგმავს და ყველა დაინტერესებულ მხარესთან თანამშროლობით ახალგაზრდობის განვითარების მიმართულებით სახელმწიფო სხვადასხვა პროგრამებს განახორციელებს. 

მინისტრის მოადგილე  ფორუმის ფარგლებში შეხვდა და   თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე ესაუბრა:
სერბეთის რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს - Vanja Udovičić;
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრს - Azad Rahimov;
ლიტვის რესპუბლიკის სოციალური დაცვისა და შრომის მინისტრს - Eitvydas Bingelis;
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველს თანაბარი შესაძლებლობებისა და ჩრდილოეთთან თანამშრომლობის საკითხებში - Louise De Brass;
ახალგაზრდობის საკითხებზე გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს - Ahmad Alhendawi;

ფორუმის შედეგები აისახება, როგორც ყოველწლიური ეკონომიკისა და სოციალური საბჭოს ახალგაზრდობის ფორუმის მაღალი დონის სეგმენტზე, ასევე, პოლიტიკურ ფორუმზე (HLPF), რომელიც ჩატარდება 2017 წლის ივლისში თემაზე „სიღარიბის დაძლევა და კეთილდღეობის ხელშეწყობა ცვალებად სამყაროში".

 

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 აპრილი 20
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, მოხალისეობის განვითარების პროგრამის - "საქართველოს მოხალისეს"   ფარგლებში, რომლის მიზანია მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება, მოხალისეთა ერთიანი ქსელის განვითარება საქართველოს მასშტაბით, მოხალისეობის გზით ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობით დაინტერესებული ახალგაზრდების რაოდენობის გაზრდა, საზოგადოების საკეთილდღეოდ, საკუთარი ნების საფუძველზე უანგარო შრომის იდეის პოპულარიზაცია, მოხალისეთა მიერ გაწეული შრომის წახალისება, მიმდინარე წლის 20 აპრილიდან  20 მაისის ჩათვლით აცხადებს კონკურსს ქ. თბილისიდან და  საქართველოს 10 რეგიონის 64 მუნიციპალიტეტიდან 16-დან 25 წლამდე მოხალისეების შერჩევის მიზნით (თითო მუნიციპალიტეტიდან შეირჩევა 2 მოხალისე). კონკურსის პირველი ეტაპი კონკურსის პირველ ეტაპზე, პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა ახალგაზრდებმა, მიმდინარე წლის 20 აპრილიდან  20 მაისის ჩათვლით  რეგიონების მიხედვით უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა ვებგვერდზე http://youth.gov.ge/home  კონკურსის მეორე ეტაპზე გადავლენ სააპლიკაციო ფორმების საფუძველზე შერჩეული კანდიდატები.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 მარტი 29
29 მარტს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტორისა და ამერიკის  შეერთებული შტატების  საერთაშორისო  განვითარების  სააგენტოს (USAID) პროექტი ZRDA -ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ რევაზ ჯაველიძემ და „USAID ZRDA" პროექტის ხელმძღვანელმა ბრაიან კინგმა მოაწერეს. მხარეები შეთანხმდნენ, ურთიერთთანამშრომლობისა და კოორდინაციის გზით, შეიმუშაონ ერთობლივი მიდგომა და განახორციელონ ღონისძიებები რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების კეთილდღეობის ზრდისა და მათი განვითარების ხელშეწყობისთვის.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 მარტი 27
ახალგაზრდული ორგანიზაციების საყურადღებოდ: 22-23 ივნისს ვარშავაში ტარდება 3rd Eastern Partnership Youth Forum. მონაწილეობისათვის განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 12 აპრილი. დეტალები იხ. ბმულზე: http://www.eap-youth-forum.pl/ გაითვალისწინეთ, რომ განაცხადს, მათ შორის დაფინანსებაზე, წარადგენთ SALTO- ს მეშვეობით.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 მარტი 02
27-28 თებერვალს ქ.კიევში გაიმართა დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ის სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის პირველი სხდომა, რომელშიც  მონაწილეობა მიიღეს სუამ -ის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა, წევრი სახელმწიფოების საელჩოებმა და  სუამ-ის სამდივნოს წარმომადგენლებმა.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 მარტი 01
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა ახალგაზრდული იდეების კონკურსი გამოაცხადა.