სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
         
09
14 15 16
17 22 23
28 29 30

„საქართველოს მოხალისე“ - შესარჩევი კონკურსი დაიწყო

თარიღი: 2017 აპრილი 20

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, მოხალისეობის განვითარების პროგრამის - "საქართველოს მოხალისეს"   ფარგლებში, რომლის მიზანია მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება, მოხალისეთა ერთიანი ქსელის განვითარება საქართველოს მასშტაბით, მოხალისეობის გზით ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობით დაინტერესებული ახალგაზრდების რაოდენობის გაზრდა, საზოგადოების საკეთილდღეოდ, საკუთარი ნების საფუძველზე უანგარო შრომის იდეის პოპულარიზაცია, მოხალისეთა მიერ გაწეული შრომის წახალისება, მიმდინარე წლის 20 აპრილიდან  20 მაისის ჩათვლით აცხადებს კონკურსს ქ. თბილისიდან და  საქართველოს 10 რეგიონის 64 მუნიციპალიტეტიდან 16-დან 25 წლამდე მოხალისეების შერჩევის მიზნით (თითო მუნიციპალიტეტიდან შეირჩევა 2 მოხალისე).

კონკურსის პირველი ეტაპი

კონკურსის პირველ ეტაპზე, პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა ახალგაზრდებმა, მიმდინარე წლის 20 აპრილიდან  20 მაისის ჩათვლით  რეგიონების მიხედვით უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა ვებგვერდზე http://youth.gov.ge/home  კონკურსის მეორე ეტაპზე გადავლენ სააპლიკაციო ფორმების საფუძველზე შერჩეული კანდიდატები.

კონკურსის მეორე ეტაპი

კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან მოხდება გასაუბრება.  შერჩევაში მონაწილეობას მიიღებენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, სამინისტროს მიერ შერჩეული საკორდინაციო რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციები, თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანება,  მუნიციპალიტეტებში ახალაგზრდობაზე პასუხისმგებელ პირებთან ერთად, რის შედეგადაც თითოეულ მუნიციპალიტეტში გამოვლინდება 2 გამარჯვებული.

შერჩევისას გათვალისწინებული იქნება შემდეგი ფაქტორები

  • ასაკი 16 დან - 25 წლამდე
  • მოტივაცია და კომუნიკაბელურობა
  • გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები
  • საზოგადოებრივი და სამოქალაქო აქტიურობა

 

მთლიანობაში შირჩევა საქართველოს 64 მუნიციპალიტეტიდან და ქ. თბილისიდან 148 მოტივირებული მოხალისე (ორი მოხალისე თითო მუნიციპალიტეტიდან),  რომლებიც ივნისის შუა რიცხვებში  გაივლიან 5 დღიან მოსამზადებელ ტრენინგ-სემინარს  ისეთ თემებზე როგორიცაა:

  • მოხალისეობა და მოხალისეების რეკრუტირება
  • კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები
  • საჯარო ინსტიტუტებთან ურთიერთობის ფორმები
  • პროექტების წერა და ფონდების მოზიდვა
  • და მოხალისეობის განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

 

ტრენინგ-სემინარის დასრულებისას თითოეულ მოხალისეს წლის ბოლომდე  მიენიჭება „საქართველოს მოხალისის" სტატუსი.

პროგრამის ფარგლებში შერჩეული მოხალისეები 2017 წლის ბოლომდე საკუთარი თავისუფალი დროის, ცოდნისა და უნარების გამოყენებით, თავიანთ წვლილს შეიტანენ საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებაში და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საჭიროებიდან და თავისებურებებიდან გამომდინარე ქ. თბილისში და  რეგიონებში განახორციელებენ  ისეთ ინიციატივებს როგორიცაა: მოხალისეთა კლუბის შექმნა, გარემოსდაცვითი ღონისძიებები, საქველმოქმედო საქმიანობა - სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანების    დახმარება,  ფილმების ჩვენება,  უცხო ენების კურსების გამართვა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია (სპორტული შეჯიბრებები, მარათონები), შშმ ბავშვების ინტეგრაცია, ღირსშესანიშნავი თარიღების აღნიშვნა, კულტურულ - შემოქმედებითი საღამოების გამართვა, ცნობილ ადამიანებთან შეხვედრები და სხვა.

პროგრამაში მონაწილე მოხალისეებს საშუალება ექნებათ:

  • გაიარონ 5 დღიანი ტრენინგ-სემინარი
  • მონაწილეობა მიიღონ სამინისტროს ეგიდით გამართულ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში
  • ჩაერთონ საერთაშორისო მოხალისეობრივ პროექტებში (European Voluntary Service)
  • გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ წლის საუკეთესო მოხალისეები

 

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია პროექტის კოორდინატორთან -  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის ახალგაზრდული პროგრამების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი  ანა ხაბარელი ტელ:+599428244; E-mail: a.khabareli@msy.gov.ge

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 მარტი 29
29 მარტს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტორისა და ამერიკის  შეერთებული შტატების  საერთაშორისო  განვითარების  სააგენტოს (USAID) პროექტი ZRDA -ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ რევაზ ჯაველიძემ და „USAID ZRDA" პროექტის ხელმძღვანელმა ბრაიან კინგმა მოაწერეს. მხარეები შეთანხმდნენ, ურთიერთთანამშრომლობისა და კოორდინაციის გზით, შეიმუშაონ ერთობლივი მიდგომა და განახორციელონ ღონისძიებები რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების კეთილდღეობის ზრდისა და მათი განვითარების ხელშეწყობისთვის.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 მარტი 27
ახალგაზრდული ორგანიზაციების საყურადღებოდ: 22-23 ივნისს ვარშავაში ტარდება 3rd Eastern Partnership Youth Forum. მონაწილეობისათვის განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 12 აპრილი. დეტალები იხ. ბმულზე: http://www.eap-youth-forum.pl/ გაითვალისწინეთ, რომ განაცხადს, მათ შორის დაფინანსებაზე, წარადგენთ SALTO- ს მეშვეობით.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 მარტი 02
27-28 თებერვალს ქ.კიევში გაიმართა დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ის სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის პირველი სხდომა, რომელშიც  მონაწილეობა მიიღეს სუამ -ის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა, წევრი სახელმწიფოების საელჩოებმა და  სუამ-ის სამდივნოს წარმომადგენლებმა.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 მარტი 01
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა ახალგაზრდული იდეების კონკურსი გამოაცხადა.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 მარტი 01
30-31 იანვარს ქ. ნიუ-იორკში გაიმართა ეკონომიკისა და სოციალური საბჭოს ახალგაზრდობის ყოველწლიური ფორუმი (ECOSOC). ფორუმზა საქართველოს სახელით სიტყვით გამოვიდა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე.