სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
            01
07 08
10 14 15
18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

წიგნი ყველა სოფელს - პროექტის ახალი ეტაპი დაიწყო

თარიღი: 2017 მაისი 01

1 მაისს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სტარტი აიღო საქველმოქმედო პროექტმა „წიგნი ყველა სოფელს".

პროექტი „წიგნი ყველა სოფელს" მეოთხე წელია მიმდინარეობს და მიზნად ისახავს ახალგაზრდებს შეუქმნას თანაბარი პირობები  შემოქმედებითი, კულტურული და საგანმანათლებლო საქმიანობისთვის. 3 წლის განმავლობაში პროექტის ფარგლებში შეგროვდა 50 000- მდე წიგნი და მომარაგდა 200-მდე ბიბლიოთეკა. წიგნების შეგროვების პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს, შეგროვილი წიგნები კი სრულიად უსასყიდლოდ გადაეცემა სოფლების სასკოლო და ცენტრალურ ბიბლიოთეკებს.

პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე კომპანია „ვისოლის" გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა  და პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, რომ „წიგნი ყველა სოფელს" - არასამთავრობო, სახელმწიფო, ბიზნეს სექტორის, საქართველოს საპატრიარქოს ერთიანი ძალისხმევითა და ორგანიზაცია „სტუდენტური ერთიანობის" ინიციატივით  ხორციელდება. 

 სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, „ვისოლ ჯგუფის", საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა  „დავითიანნის" საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის, „პალიტრა L"-ის, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" და ქველმოქმედი საზოგადოების მხარდაჭერით 4 თვის განმავლობაში  მთელი საქართველოს მასშტაბით შეგროვდება 10 000-მდე წიგნი. შეგროვილი წიგნები დარიგდება ქვემო ქართლში, კახეთში, შიდა ქართლსა და მცხეთა მთიანეთში.

წიგნების შესაგროვებლად სპეციალური ყუთები განთავსებულიავისოლის" ავტოგასამართ სადგურებზე, სუპერმარკეტების ქსელსმარტის", ამერიკული რესტორნების ქსელვენდის", და "დანქინ დონატსის" რესტორნებში. ასევე, ყუთები განთავსებულია შემდეგ ტაძრებში: წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, დიდუბის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, გლდანის ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, ვარკეთილის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი.

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 13
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით თბილისში კიდევ ერთი სოციალური საწარმო ამოქმედდა. საწარმოში ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა შეისწავლონ ლითონებსა და ტიხრულ მინანქარზე მუშაობა. პროექტი სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ახალგაზრდა ფინანსისტთა და ეკონომისტთა ასოციაციამ განახორციელა.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 09
  ეროვნული ბიბლიოთეკის ცენტრალურ დარბაზში, პროექტის „შემოსე თანამოქალაქე" შემაჯამებელი ღონისძიება და შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სტუდენტური ერთიანობის'' მიერაა ორგანიზებული და უკვე მეორე წელია ხორციელდება.     
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 06
  გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ელჩი გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.  გიორგი ტუმასიანმა მდგრადი განვითარების მიზნებსა და საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. ამასთან, უპასუხა რუსეთის წარმომადგენელს. ტუმასიანის განცხადებით, მოსკოვი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და არღვევს არაერთ საერთაშორისო შეთანხმებას.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 სექტემბერი 22
  სოციალური მეწარმეობის საკითხზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“. კონფერენცია მიზნად ისახავს სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის მექანიზმებისა და სამართლებრივი რეგულირების კუთხით არსებული საჭიროებების წარმოჩენას. მონაწილეებმა ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან ერთად განიხილეს ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება.   
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 სექტემბერი 20
  ლიტვის რესპუბლიკის სოციალური დაცვისა და შრომის სამინისტრომ საქართველოში ოთხდღიანი ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. დელეგაციას სპორტისა და ახლგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ უმასპინძლა.