სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
      03 04
10 11
18
24 25
26 27 28 29 30    

გაერო-ს მრეწველობის განვითარების ორგანიზაციის ოფიციალური ვიზიტი

თარიღი: 2017 მაისი 02

2-5 მაისს  საქართველოში ოფიციალური მისიით იმყოფება გაერო-ს მრეწველობის განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) დელეგაცია. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: მატეო ლანდი, ინდუსტრიული განვითარების ექსპერტი (UNIDO) და ფრანჩესკო კანდელარი, სოციალური მეწარმეობის ექსპერტი (UNIDO).

ვიზიტის მიზანს წარმოადგენს საქართველოში ახალგაზრდობის დასაქმებისა და მეწარმეობის პროექტის თაობაზე პოზიციების საბოლოო შეჯერება.

2 მაისს დელეგაციას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში  მინისტრის მოადგილემ რევაზ ჯაველიძემ უმასპინძლა. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: საქართველოს ახალგაზრდობის პოლიტიკა, სოციალური მეწარმეობის საკანონმდებლო ჩარჩო და ახალგაზრდობის მეწარმეობის განვითარების სტრატეგია.

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA), აწარმოე საქართველოს, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, USAID  საქართველოსა და სხვა პოტენციური დონორების წარმომადგენლებთან. ასევე დაგეგმილია სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული რამდენიმე სოციალური საწარმოს ადგილზე დათვალიერება.

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ივნისი 20
  18 ივნისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს  ისრაელიდან 40-მდე ახალგაზრდა ელჩი ესტუმრა. ახალგაზრდა ელჩებს მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე შეხვდა.     
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ივნისი 17
პირველად ქართული რაგბის ისტორიაში რაგბის მატჩზე უსინათლოთათვის ტიფლოკომენტატორი (უსინათლოთა და მცირემხედველთათვის მატჩების აუდიო-აღწერილობითი კომენტირება) იმუშავებს. საქართველო - ირლანდიის დაპირისპირებას მიხეილ მესხის სტადიონზე უსინათლო გულშემატკივრებისთვის ცნობილი კომენტატორი, ნიაზ მამრიკიშვილი გაუძღვება.     
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ივნისი 14
  ბადმინტონის სახეობაში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული, თბილისის N98 საჯარო სკოლის გუნდი 16 ივნისს  საფრანგეთში, ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე გაემგზავრება.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ივნისი 13
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროგრამის „საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში" გამარჯვებული  გიორგი ტუმასიანი გახდა. 21-მა კონკურსანტმა სამი შესარჩევი ეტაპი გაიარა. მესამე ეტაპზე გადასულმა კონკურსანტებმა კომისიის წინაშე წარმოადგინეს საჯარო გამოსვლა თემაზე „Challenges facing youth on national and international level - similarities and differences". გამარჯვებული ქულების დაჯამების შედეგად გამოვლინდა.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ივნისი 06
ტექნო პარკში ,,პროგრამირების ინკლუზიური კურსის'' დახურვის ცერემონია და  უსინათლოთათვის შექნილი ლარის კუპიურის ამომცნობი აპლიკაციის ,,Lari Reader''-ის პრეზენტაცია გაიმართა.