სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
            01
07 08
10 14 15
21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

„არტიშოკი“

თარიღი: 2017 მაისი 18

ქ. გორში, გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში პროექტ „არტიშოკის" ფარგლებში დადგმული სპექტაკლის ჩვენება სახელწოდებით - „ჩვენ აქ აღარ ვცხოვრობთ" გაიმართა.
სპექტაკლს ქ.გორის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული განყოფილების უფროსი დიმიტრი გოგიაშვილი, მუნიციპალიტეტის განათლების განყოფილების უფროსი ნინო ბერიანიძე და ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
წარმოდგენამ სრული ანშლაგით ჩაიარა და მაყურებლის ოვაციები და პოზიტიური შეფასებები დაიმსახურა.
სპექტაკლი ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროექტის „არტიშოკი" ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანია თეატრალური საქმიანობით სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება, არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, ახალგაზრდების გააქტიურება საზოგადოებრივ საქმიანობაში, მათი გახალისება, განათლება, ადაპტაცია, რათა დაინგრეს სტიგმები, რომელიც არსებობს ჩვენს საზოგადოებაში.

სპექტაკლის ფინანსური მხარდამჭერი გახლდათ ორგანიზაცია ,,world vision".

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 19
  ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ახალგაზრდული პარტნიორობა აცხადებს რეგისტრაციას უფასო 6 კვირიან ონლაინ სასწავლო კურსზე ახალგაზრდობის პოლიტიკის შესახებ. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.     
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 13
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით თბილისში კიდევ ერთი სოციალური საწარმო ამოქმედდა. საწარმოში ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა შეისწავლონ ლითონებსა და ტიხრულ მინანქარზე მუშაობა. პროექტი სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ახალგაზრდა ფინანსისტთა და ეკონომისტთა ასოციაციამ განახორციელა.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 09
  ეროვნული ბიბლიოთეკის ცენტრალურ დარბაზში, პროექტის „შემოსე თანამოქალაქე" შემაჯამებელი ღონისძიება და შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სტუდენტური ერთიანობის'' მიერაა ორგანიზებული და უკვე მეორე წელია ხორციელდება.     
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 06
  გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ელჩი გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.  გიორგი ტუმასიანმა მდგრადი განვითარების მიზნებსა და საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. ამასთან, უპასუხა რუსეთის წარმომადგენელს. ტუმასიანის განცხადებით, მოსკოვი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და არღვევს არაერთ საერთაშორისო შეთანხმებას.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 სექტემბერი 22
  სოციალური მეწარმეობის საკითხზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“. კონფერენცია მიზნად ისახავს სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის მექანიზმებისა და სამართლებრივი რეგულირების კუთხით არსებული საჭიროებების წარმოჩენას. მონაწილეებმა ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან ერთად განიხილეს ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება.