სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       
10
17
23 24
25 26 27 28 29 30  

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

თარიღი: 2017 ივნისი 02

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა  1-2 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა.

ეროვნული ცენტრის ბენეფიციარები  ეწვივნენ ექსპერიმენტორიუმს ,სადაც მოზარდებმა 80-მდე ექსპონანტი დაათვალიერეს . ღონისძიების ფარგლებში ბავშვთა უფლებების შესახებ  ჩატარდა სესია.

სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა და ორგანიზაცია ,, ეი-დი-სიმ'' ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ბავშვებს მარნეულის რაიონიდან  უმასპინძლეს .

ეროვნულ ცენტრში მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის ბენეფიციარების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთებისა და ხელით ნაქსოვი ხალიჩების გამოფენა გაიმართა. მოგვიანებით კი-კონცერტი მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული მუსიკალური ბენდისა და შშმ პირების მონაწილეობით.

 ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ტარიელ ხეჩიკაშვილი, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი, გიგა გაბელაია და პროექტის ბენეფიციარები ესწრებოდნენ.

სამინისტროს პრესსამსახური

 

 

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 სექტემბერი 22
  სოციალური მეწარმეობის საკითხზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“. კონფერენცია მიზნად ისახავს სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის მექანიზმებისა და სამართლებრივი რეგულირების კუთხით არსებული საჭიროებების წარმოჩენას. მონაწილეებმა ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან ერთად განიხილეს ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება.   
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 სექტემბერი 20
  ლიტვის რესპუბლიკის სოციალური დაცვისა და შრომის სამინისტრომ საქართველოში ოთხდღიანი ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. დელეგაციას სპორტისა და ახლგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ უმასპინძლა.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 სექტემბერი 19
  ბაზალეთში საზეიმოდ გაიხსნა საერთაშორისო ბანაკი  „ConnectingYouthThroughArt: EU-EaPSummerCamp 2017". ბანაკს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი ახორციელებს  და ის საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით ტარდება.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 სექტემბერი 09
9-10 სექტემბერს საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯია-ს მესამე პავილიონი საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-8 ფორუმს მასპინძლობს. ფორუმის ორგანიზატორები არიან: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და მშვიდობისა და განვითარების აკადამია. 
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 სექტემბერი 04
პროგრამა „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად" სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრმა თავდაცვისა და განათლების სამინისტროებთან ერთად, მთავრობის განკარგულებით განახორციელა.