სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       
10
17
23 24
26 27 28 29 30  

საქართველოს ახალგაზრდობის 2017 წლის წარმომადგენელი გაეროში გიორგი ტუმასიანი გახდა

თარიღი: 2017 ივნისი 13

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროგრამის „საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში" გამარჯვებული  გიორგი ტუმასიანი გახდა.

21-მა კონკურსანტმა სამი შესარჩევი ეტაპი გაიარა. მესამე ეტაპზე გადასულმა კონკურსანტებმა კომისიის წინაშე წარმოადგინეს საჯარო გამოსვლა თემაზე „Challenges facing youth on national and international level - similarities and differences". გამარჯვებული ქულების დაჯამების შედეგად გამოვლინდა.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო პროგრამას „საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში" საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით უკვე რამოდენიმე წელია წარმატებით ახორციელებს. 

ახალგაზრდობის წარმომადგენლების პროგრამა, გაეროს ერთ-ერთ წარმატებულ ინიციატივად მიიჩნევა. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, პირველად 1981 წელს მოუწოდა წევრ ქვეყნებს, ახალგაზრდა დელეგატები ქვეყნის ოფიციალურ დელეგაციებში შეეყვანათ. აღნიშნული მოწოდება დაფიქსირებულია გაეროს რამდენიმე რეზოლუციაში. 

საქართველოში პროგრამას საფუძველი 2012 წელს ჩაეყარა და სრულად ფინანსდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ.

შერჩეული წარმომადგენელი ახალგაზრდებთან გადის კონსულტაციებს, ატარებს შეხვედრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. მოგვიანებით, ახალგაზრდობის წარმომადგენელი მიემგზავრება გაეროს სათაო ოფისში (ნიუ იორკი, აშშ), სადაც როგორც საქართველოს დელეგაციის სრულუფლებიანი წევრი, მონაწილეობას იღებს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტის ღონისძიებებსა და საკომიტეტო მოსმენებში, სიტყვით გამოდის ამავე კომიტეტის სხდომაზე და მონაწილეობს ახალგაზრდობის შესახებ დადგენილების შემუშავებაში. ახალგაზრდობის წარმომადგენელს ასევე შეუძლია ეკონომიკური და სოციალური საბჭოს სოციალური განვითარების კომისიის სხდომებში მონაწილეობის მიღება.

2012-2016 წლების საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლები გაეროში არიან: გიორგი ჭეხანი, თორნიკე ზურაბიშვილი, ლაშა შაყულაშვილი, მარიამ სიხარულიძე, თათია დოლიძე.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 სექტემბერი 22
  სოციალური მეწარმეობის საკითხზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“. კონფერენცია მიზნად ისახავს სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის მექანიზმებისა და სამართლებრივი რეგულირების კუთხით არსებული საჭიროებების წარმოჩენას. მონაწილეებმა ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან ერთად განიხილეს ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება.   
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 სექტემბერი 20
  ლიტვის რესპუბლიკის სოციალური დაცვისა და შრომის სამინისტრომ საქართველოში ოთხდღიანი ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. დელეგაციას სპორტისა და ახლგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ უმასპინძლა.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 სექტემბერი 19
  ბაზალეთში საზეიმოდ გაიხსნა საერთაშორისო ბანაკი  „ConnectingYouthThroughArt: EU-EaPSummerCamp 2017". ბანაკს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი ახორციელებს  და ის საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით ტარდება.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 სექტემბერი 09
9-10 სექტემბერს საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯია-ს მესამე პავილიონი საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-8 ფორუმს მასპინძლობს. ფორუმის ორგანიზატორები არიან: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და მშვიდობისა და განვითარების აკადამია. 
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 სექტემბერი 04
პროგრამა „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად" სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრმა თავდაცვისა და განათლების სამინისტროებთან ერთად, მთავრობის განკარგულებით განახორციელა.