სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       
10
17
23 24
26 27 28 29 30  

98-ე საჯარო სკოლის გუნდი ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე გაემგზავრება

თარიღი: 2017 ივნისი 14

ბადმინტონის სახეობაში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული, თბილისის 98-ე საჯარო სკოლის გუნდი 16 ივნისს  საფრანგეთში, ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე გაემგზავრება. გუნდის წევრებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე შეხვდნენ. 

მსოფლიო სასკოლო სპორტის ისტორიაში, აღნიშნული ჩემპიონატი ტარდება პირველად და ასევე პირველად 13-14 წლის მოზარდებს შორის.  საქართველო  ევროპის 16 ქვეყნის 24 სკოლის გუნდს შორისაა.

16-21 ივნისის ჩათვლით, საფრანგეთის ქალაქი. კლერმონ-ფერანი უმასპინძლებს სპორტულ ღონისძიებას „ევროპის სკოლების ჩემპიონატი ბადმინტონში 2017". ჩემპიონატი ტარდება საერთაშორისო სასკოლო სპორტის ფედერაციისა და საფრანგეთის სასკოლო სპორტის ფეედრაციის მიერ.

ჩემპიონატში 16 ქვეყნის, 200-მდე მოთამაშე გოგონა და ბიჭი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის შოტლანდია, ლატვია, რუმინეთი საბერძნეთი, საქართველო, გერმანია, ხორვატია, რუსეთი, ბულგარეთი, შვედეთი, საფრანგეთი, სომხეთი.  

სასკოლო ჩემპიონატის ფარგლებში, საერთაშორისო სასკოლო ფედერაცია  მონაწილეებისთვის ატარებს არაფორმალურ საგანმანათლებლო ვორქშოფს, რომელსაც გაუძღვებიან ახალგაზრდა მოხალისეები.

საქართველო კენჭისყრის შედეგად სკოლების გუნდის კატეგორიაში B ქვეჯგუფში გადანაწილდა.

სამინისტროს პრესსამსახური

 

 

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 სექტემბერი 22
  სოციალური მეწარმეობის საკითხზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“. კონფერენცია მიზნად ისახავს სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის მექანიზმებისა და სამართლებრივი რეგულირების კუთხით არსებული საჭიროებების წარმოჩენას. მონაწილეებმა ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან ერთად განიხილეს ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება.   
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 სექტემბერი 20
  ლიტვის რესპუბლიკის სოციალური დაცვისა და შრომის სამინისტრომ საქართველოში ოთხდღიანი ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. დელეგაციას სპორტისა და ახლგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ უმასპინძლა.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 სექტემბერი 19
  ბაზალეთში საზეიმოდ გაიხსნა საერთაშორისო ბანაკი  „ConnectingYouthThroughArt: EU-EaPSummerCamp 2017". ბანაკს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი ახორციელებს  და ის საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით ტარდება.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 სექტემბერი 09
9-10 სექტემბერს საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯია-ს მესამე პავილიონი საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-8 ფორუმს მასპინძლობს. ფორუმის ორგანიზატორები არიან: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და მშვიდობისა და განვითარების აკადამია. 
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 სექტემბერი 04
პროგრამა „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად" სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრმა თავდაცვისა და განათლების სამინისტროებთან ერთად, მთავრობის განკარგულებით განახორციელა.