სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
          01 02
07 09
15 16
22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

საქართველო - ირლანდიის რაგბის მატჩზე უსინათლო გულშემატკივრებისთვის ტიფლოკომენტატორი იმუშავებს

თარიღი: 2017 ივნისი 17

პირველად ქართული რაგბის ისტორიაში რაგბის მატჩზე უსინათლოთათვის ტიფლოკომენტატორი (უსინათლოთა და მცირემხედველთათვის მატჩების აუდიო-აღწერილობითი კომენტირება) იმუშავებს. საქართველო - ირლანდიის დაპირისპირებას მიხეილ მესხის სტადიონზე უსინათლო გულშემატკივრებისთვის ცნობილი კომენტატორი, ნიაზ მამრიკიშვილი გაუძღვება.

ტიფლოკომენტატორი მატჩის მსვლელობისას დეტალურად აღწერს როგორც მოედანზე, ასევე მთლიანად სტადიონზე მიმდინარე მოვლენებს, რაც დაეხმარება უსინათლოებს აღქმაში. აპარატურის სიხშირე მთელ სტადიონს ფარავს, ამდენად უსინათლოთათვის სპეციალურად ადგილების გამოყოფა საჭირო არაა. სიხშირის მისაღებად გულშემატკივრებს მხოლოდ მობილური ტელეფონი და ინდივიდუალური ყურსასმენი დასჭირდებათ.

პროექტი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ რაგბის კავშირთან და თბილისის მერიასთან ერთად განახორციელა შშმ პირთა საზოგადოებაში ინკლუზიის პროგრამის ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია ორგანიზაცია „მომავალი იწყება დღეს".

მიხეილ მესხის სტადიონზე, სადაც ხვალ ახალგაზრდა ქართველი ბორჯღალოსნები ირლანდიელ თანატოლებს მე-9 ადგილისთვის დაუპირისპირდებიან,  პროგრამის ტესტირება გაიმართა. ტესტირებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი,  მსოფლიო რაგბისა და საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენლები უსინათლოებთან ერთად დაესწრნენ.

ტიფლოკომენტირების პროგრამა საქართველოში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ ერთი წლის წინ დანერგა. კომენტატორები უცხოელმა ტრენერებმა მოამზადეს. აუდიო-აღწერილობითი კომენტირების პროგრამით (ტიფლოკომენტირებით) პირველი მატჩი „დინამო არენაზე" გაიმართა.

სამინისტროს პრესსამსახური

 

 

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ივლისი 17
16 ივლისს, 21:00  საათზე ანაკლიის „მომავლის ბანაკი" საზეიმოდ გაიხსნა.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ივლისი 14
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალი პროგრამის ,,ახალგაზრდებში სამეწარმეო კომპეტენციების განვითარების პროგრამის'' ფარგლებში პანკისის ხეობაში,  გორში, ზუგდიდსა და ახალციხეში  ,,მეწარმეობის რეგიონული სკოლის'' მონაწილეთა შესარჩევად კრეათონი გაიმართა.  
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ივლისი 12
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მორიგი სოციალური პროექტი „შემოსე თანამოქალაქე" სტარტს დღეიდან იღებს. პროექტს სამინისტრო მეორე წელია აფინანსებს. წელს პროექტი სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის" დაფინანსებით და ხელშეწყობით განხორციელდება. გასულ წელს საქართველოს მასშტაბით 3 000 ბენეფიციარს დაურიგდა ტანსაცმელი და სათამაშოები. მიმდინარე წელს ორგანიზატორები დაახლოებით იგივე რაოდენობის ბენეფიციარს დაეხმარებიან ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ივლისი 05
თბილისის პირველ გიმნაზიაში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე და სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის წარმომადგენლები ფერეიდნელ ახალგაზრდებს შეხვდნენ.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ივნისი 29
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო მშვიდობის გავითარების ცენტრთან ერთად მეორე წელია ახორციელებს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური არაფორამალური დიალოგის მხარდაჭერის პროგრამას. პროგრამის ფარგლებში შერჩეული არიან 16-დან 29 წლამდე ახალგაზრდები საქართველოს ექვსი ქალაქიდან (თბილისი, ქუთაისი, წყალტუბო, ზუგდიდი, ბათუმი და ფოთი).