სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       
10
17
23 24
26 27 28 29 30  

ახალგაზრდა ელჩების ვიზიტი ისრაელიდან

თარიღი: 2017 ივნისი 20


20 ივნისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს  ისრაელიდან 40-მდე ახალგაზრდა ელჩი ესტუმრა. ახალგაზრდა ელჩებს მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე შეხვდა.
ვიზიტი გაცნობითი ხასიათის იყო და კითხვა პასუხის რეჟიმში გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში ახალგაზრდობის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები. ასევე ისაუბრეს საქართველოს წარმატებული სპორტის სახეობების შესახებ. ორივე მხარე მზად არის, რომ ითანამშრომლოს სამომავლო განვითარების გზაზე.


ჯგუფს  ხელმძღვანელობს ახალგაზრდა ელჩთა ეროვნული სკოლის თავმჯდომარე, ყოფილი ელჩი, იცხაკ ელდანი. სკოლის მიზანია მომავალი ლიდერებისა და დიპლომატების აღზრდა. დელეგაცია ასევე შეხვდა ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში შაბთაი ცური, რომელიც მათ ორ სახელმწიფოს შორის არსებულ ურთიერთობებსა და  დიპლომატიური ურთიერთობების  25 წლისთავის შესახებ ესაუბრა. დელეგაციამ მოინახულა ისრაელის საელჩო საქართველოში და გაეცნო საელჩოს მუშაობის სპეციფიკას.
ასევე დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პატრიარქ ილიაII-თან და თბილისის მერთან.
  
დელეგაცია საქართველოში 23 ივნისამდე დარჩება. ახალგაზრდა დიპლომატებს გაცნობითი ხასიათის ვიზიტები აქვთ მსოფლიოს  სხვადასხვა ქვეყანაში. 
სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 სექტემბერი 22
  სოციალური მეწარმეობის საკითხზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“. კონფერენცია მიზნად ისახავს სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის მექანიზმებისა და სამართლებრივი რეგულირების კუთხით არსებული საჭიროებების წარმოჩენას. მონაწილეებმა ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან ერთად განიხილეს ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება.   
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 სექტემბერი 20
  ლიტვის რესპუბლიკის სოციალური დაცვისა და შრომის სამინისტრომ საქართველოში ოთხდღიანი ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. დელეგაციას სპორტისა და ახლგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ უმასპინძლა.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 სექტემბერი 19
  ბაზალეთში საზეიმოდ გაიხსნა საერთაშორისო ბანაკი  „ConnectingYouthThroughArt: EU-EaPSummerCamp 2017". ბანაკს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი ახორციელებს  და ის საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით ტარდება.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 სექტემბერი 09
9-10 სექტემბერს საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯია-ს მესამე პავილიონი საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-8 ფორუმს მასპინძლობს. ფორუმის ორგანიზატორები არიან: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და მშვიდობისა და განვითარების აკადამია. 
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 სექტემბერი 04
პროგრამა „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად" სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრმა თავდაცვისა და განათლების სამინისტროებთან ერთად, მთავრობის განკარგულებით განახორციელა.