ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge
პროგრამის ფარგლებში საქართველოს მოხალისეების მიერ 2015-2017 წლებში განხორციელდა 1135 ღონისძიება. პროგრამაში 10.500-მდე ახალგაზრდა ჩაერთო, მუნიციპალიტეტებში შეიქმნა 140 მოხალისეთა კლუბი.
პროგრამის ფარგლებში, სამინისტრომ წინა წლების მსგავსად მიმდინარე წელსაც, პროგრამის კოორდინატორ არასამთვარობო ორგანიზაციებთან ერთად საქართველოს 10 რეგიონის 64 მუნიციპალიტეტიდან და ქ.თბილისის 10 რაიონიდან კონკურსის საფუძველზე შეარჩია 148 მოტივირებული 16-დან 25 წლამდე მოხალისე.
ახალგაზრდებმა 20 ივნისიდან 24 ივნისამდე ქ. წყალტუბოში სასტუმრო "Tskaltubo Spa Resort" - ში გაიარეს მოხალისეობის თემასთან დაკავშირებული 5 დღიანი მოსამზადებელი ტრეინინგ-სემინარი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდმა" გამართა.
ტრენინგ-სემინარის მიმდინარეობისას საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ თალაკვაძე, მიხეილ ყაველაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, გიორგი მოსიძე და ლევან კობიაშვილი საქართველოს მოხალისეებს შეხვდნენ და მათთვის საინტერისო საკითხებზე ისაუბრეს.
ტრენინგზე "მშვიდობის კორპუსის" ამერიკელმა მოხალისეებმა საქართველოს მოხალისეებს გაუზიარეს საერთაშორისო ასპექტები.
ტრენინგ-სემინარის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი და მიენიჭა საქართველოს მოხალისის სტატუსი.
საქართველოს მოხალისეები მუნიციპალიტეტებში დაბრუნების შემდეგ საკუთარი თავისუფალი დროის, ცოდნისა და უნარების გამოყენებით, თავიანთ წვლილს შეიტანენ საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებაში და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საჭიროებიდან და თავისებურებებიდან გამომდინარე რეგიონებში განახორციელებენ ისეთ ინიციატივებს როგორიცაა:
პროგრამაში ჩართული მოხალისეები მონაწილეობას მიიღებენ სამინისტროს ეგიდით გამართულ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში, აქტიურად ჩაერთვებიან საერთაშორისო მოხალისეობრივ პროექტებში (European Voluntary Service), სამინისტროსგან მიიღებენ მოხალისეობრივი პროექტების განხორციელებისათვის მცირე დაფინანსებას. პროგრამის დასასრულს გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან წლის საუკეთესო მოხალისეები.
პროგრამის განხორციელების შედეგად მოხალისეობის გარშემო ერთიანდება რამდენიმე მხარე ადგილობრივი არასამთავრობო და სამთავრობო სექტორი,საქართველოში იქმნება მოხალისეთა ერთიანი ქსელი, ადგილობრივ თვითმმართველობასა და სამოქალქო სექტორს შორის ძლიერდება თანამშრომლობა, იზრდება საზოგადოებრივ საწყისებზე შრომაში ჩაბმული ახალგაზრდების რაოდენობა.
სამინისტროს პრესსამსახური