სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
          01 02
07 09
15 16
22 23
26 27 28 29 30
31            

„წიგნი ყველა სოფელს - 2017” დასრულდა

თარიღი: 2017 ივნისი 27

სოციალური პროექტი „წიგნი ყველა სოფელს - 2017" დასრულდა. სოფლების ბიბლიოთეკებს პროექტის ფარგლებში წელს 10 000-ზე მეტი გამოცემა შეემატა.

წელს ბოლო მოსიარულე ბიბლიოთეკა საგარეჯოს მიმართულებით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან გაემგზავრა. წიგნები კახეთისკენ მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძემ, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ, პროექტის ინიციატორი ორგანიზაცია „სტუდენტური ერთიანობის" დამფუძნებელმა ბექა ღაჟონიამ და სამინისტროს თანამშრომლებმა გააცილეს. შეგროვებული წიგნების გარდა სამინისტრომ სოფლებში წელს, წინა წლების მსგავსად სპორტული ლიტერატურაც გაგზავნა.

პროექტს „წიგნი ყველა სოფელს" სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო პარტნიორებთან ერთად მეოთხე წელია ახორციელებს. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს რეგიონებში 60 000-ზე მეტი წიგნი გაიგზავნა. წიგნების შესაგროვებლად ყუთები განთავსებული იყო სამების საკათედრო ტაძარში, ქაშვეთის, დიდუბის, გლდანისა და ვარკეთილის ტაძრებში, ასევე „ვისოლის" ავტოგასამართ სადგურებზე, სუპერმარკეტების ქსელ „სმარტის", ამერიკული რესტორნების ქსელ „ვენდის", და "დანქინ დონატსის" რესტორნებში.

ტარიელ ხეჩიკაშვილი:წიგნი ყველა სოფელს", შეიძლება ითქვას, ყველაზე სოციალური პროექტია - პროექტში ერთდროულად ჩართულია სახელმწიფო, არასამთავრობო და კერძო სექტორი, საპატრიარქო, ახალგაზრდები, ფართო საზოგადოება, ვისაც ქველმოქმედების სურვილი აქვს. გვახარებს ის გარემოება, რომ ახალგაზრდები და ბავშვები უფროსებთან ერთად არიან ჩართული თანატოლებისთვის წიგნების შეგროვების პროცესში. 4 წლის განმავლობაში სოფლებში დახურვას გადაურჩა ათეულობით ბიბლიოთეკა, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა პროექტში ჩართულ ყველა მხარეს, თითოელი მათგანი უდავოდ ეროვნულ საქმეს ემსახურება. ეს არის პროექტი, რომელიც გვაერთიანებს".

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო პროექტს „წიგნი ყველა სოფელს" პარტნიორებთან ახორციელებს. პროექტის პარტნიორები არიან: „ვისოლ ჯგუფი", საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა  „დავითიანნი";  საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, გამომცემლობა „პალიტრა L", „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა".

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ივლისი 17
16 ივლისს, 21:00  საათზე ანაკლიის „მომავლის ბანაკი" საზეიმოდ გაიხსნა.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ივლისი 14
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალი პროგრამის ,,ახალგაზრდებში სამეწარმეო კომპეტენციების განვითარების პროგრამის'' ფარგლებში პანკისის ხეობაში,  გორში, ზუგდიდსა და ახალციხეში  ,,მეწარმეობის რეგიონული სკოლის'' მონაწილეთა შესარჩევად კრეათონი გაიმართა.  
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ივლისი 12
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მორიგი სოციალური პროექტი „შემოსე თანამოქალაქე" სტარტს დღეიდან იღებს. პროექტს სამინისტრო მეორე წელია აფინანსებს. წელს პროექტი სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის" დაფინანსებით და ხელშეწყობით განხორციელდება. გასულ წელს საქართველოს მასშტაბით 3 000 ბენეფიციარს დაურიგდა ტანსაცმელი და სათამაშოები. მიმდინარე წელს ორგანიზატორები დაახლოებით იგივე რაოდენობის ბენეფიციარს დაეხმარებიან ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ივლისი 05
თბილისის პირველ გიმნაზიაში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე და სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის წარმომადგენლები ფერეიდნელ ახალგაზრდებს შეხვდნენ.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ივნისი 29
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო მშვიდობის გავითარების ცენტრთან ერთად მეორე წელია ახორციელებს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური არაფორამალური დიალოგის მხარდაჭერის პროგრამას. პროგრამის ფარგლებში შერჩეული არიან 16-დან 29 წლამდე ახალგაზრდები საქართველოს ექვსი ქალაქიდან (თბილისი, ქუთაისი, წყალტუბო, ზუგდიდი, ბათუმი და ფოთი).