სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       
10
17
23 24
25 26 27 28 29 30  

ფერეიდნელი ქართველები თბილისში ქართულ ენას სწავლობენ

თარიღი: 2017 ივლისი 05

თბილისის პირველ გიმნაზიაში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე და სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის წარმომადგენლები ფერეიდნელ ახალგაზრდებს შეხვდნენ.

„თქვენი საქართველოში ყოფნა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია,თქვენ ჩვენი განუყოფელი ნაწილი ხართ,ჩვენი სისხლი და ხორცი,ჩვენ ვერ დაგვაშორებს საუკუნეები.თითოეული თქვენგანი ჩვენთვის ძვირფასია,დღევანდელ დღეს თქვენ ხართ ელჩები საქართველოსა და სამშობლოდან შორს მყოფ ქართველებს შორის,ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს, ჩვენ ერთი გენი გვაქვს,ქედს ვიხრით თქვენს წინაშე და მადლობას გიხდით ყველაფრისათვის" - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

მინისტრმა ფერეიდნელ ახალგაზრდებს საჩუქრად „ვეფხისტყაოსნის" აუდიო ჩანაწერები და ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ბილეთები გადასცა.

საქართველოში ქართული ენისა და ხალხური სიმღერის შესასწავლად 12 ფერეიდნელი ახალგაზრდა ჩამოვიდა. ქართულ ენასთან ერთად მათ საქართველოს ისტორია, ხალხური სიმღერები და ხალხურ საკრავებზე  დაკვრა შეისწავლეს. პროექტის განმავლობაში მოეწყო ოთხი გასვლითი ექსკურსია: მცხეთაში, კახეთში, ყაზბეგსა და ვარძიაში.

პროექტის მიზანია ფერეიდანში მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებს შეასწავლოს ქართული ენა და ხალხური სიმღერები, გააცნოს საქართველოში არსებული ისტორიული ძეგლები. დღევანდელი მონაცემებით  ფერეიდანში 50,000-მდე ქართველი ცხოვრობს.

პროექტი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მიერაა დაფინანსებული და მას საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება უწევს ორგანიზებას.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 სექტემბერი 22
  სოციალური მეწარმეობის საკითხზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“. კონფერენცია მიზნად ისახავს სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის მექანიზმებისა და სამართლებრივი რეგულირების კუთხით არსებული საჭიროებების წარმოჩენას. მონაწილეებმა ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან ერთად განიხილეს ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება.   
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 სექტემბერი 20
  ლიტვის რესპუბლიკის სოციალური დაცვისა და შრომის სამინისტრომ საქართველოში ოთხდღიანი ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. დელეგაციას სპორტისა და ახლგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ უმასპინძლა.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 სექტემბერი 19
  ბაზალეთში საზეიმოდ გაიხსნა საერთაშორისო ბანაკი  „ConnectingYouthThroughArt: EU-EaPSummerCamp 2017". ბანაკს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი ახორციელებს  და ის საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით ტარდება.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 სექტემბერი 09
9-10 სექტემბერს საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯია-ს მესამე პავილიონი საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-8 ფორუმს მასპინძლობს. ფორუმის ორგანიზატორები არიან: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და მშვიდობისა და განვითარების აკადამია. 
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 სექტემბერი 04
პროგრამა „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად" სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრმა თავდაცვისა და განათლების სამინისტროებთან ერთად, მთავრობის განკარგულებით განახორციელა.