სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
          01 02
07 09
15 16
22 23
26 27 28 29 30
31            

,,მეწარმეობის რეგიონული სკოლა“

თარიღი: 2017 ივლისი 14

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალი პროგრამის ,,ახალგაზრდებში სამეწარმეო კომპეტენციების განვითარების პროგრამს'' ფარგლებში პანკისის ხეობაში,  გორში, ზუგდიდსა და ახალციხეში  ,,მეწარმეობის რეგიონული სკოლის'' მონაწილეთა შესარჩევად კრეათონი გაიმართა.  

შეხვედრაზე ახალგაზრდები გაეცნენ მეწარმეობის შესახებ ინფორმაციას, იმუშავეს სტრატაპ-იდეებზე. ჯგუფებში მუშაობის დროს გამოიკვეთა ბიზნეს-იდეები შემდეგი მიმართულებით, როგორიცაა: კულტურული ტურიზმი, გასართობი ტურიზმი, საგანმანათლებლო ტურიზმი, აგრო სფერო, ხელნაკეთი ნივთები, საგანმანათლებლო ცენტრები,  ფიტნესი, კულინარია. პროგრამის შემდგომი ეტაპი მოიცავს ტრენინგებს, იდეებსა და პროტოტიპებზე მუშაობას, მენტორინგსა და ონლაინ  კონსულტაციებს.

„მეწარმეობის რეგიონული სკოლა" ოთხ თვეს მოიცავს. დასკვნით ტურზე საუკეთესო 10 პროექტს გუნდები თბილისში "დემო დღეზე" წარადგენენ. 

პანკისის ხეობაში ,,მეწარმეობის რეგიონული სკოლის'' კრეათონს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე,ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში გიორგი ტუმასიანი და  USAID ,,ზრდა'' პროექტის ხელმძღვანელი ბრაიან კინგი ესტუმრნენ.

„მეწარმეობის რეგიონული სკოლის'' მიზანია პანკისის ხეობაში, გორში, ახალციხესა და ზუგდიდში მცხოვრები 17-29 წლის ახალგაზრდების სამეწარმეო და ინოვაციური კომპეტენციების განვითარება,დასაქმების ხელშეწყობა.

პროგრამა ხორციელდება სამინისტროსა და USAID-ის  პროექტი „ზრდასთან" თანამშრომლობის ფარგლებში. პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია ,,ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრი''.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძელებელია FB-გვერდზე „მეწარმეობის რეგიონული სკოლა"-Regional Entrepreneurship School,ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ ბლოგს www.reschool.ge.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ივლისი 17
16 ივლისს, 21:00  საათზე ანაკლიის „მომავლის ბანაკი" საზეიმოდ გაიხსნა.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ივლისი 12
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მორიგი სოციალური პროექტი „შემოსე თანამოქალაქე" სტარტს დღეიდან იღებს. პროექტს სამინისტრო მეორე წელია აფინანსებს. წელს პროექტი სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის" დაფინანსებით და ხელშეწყობით განხორციელდება. გასულ წელს საქართველოს მასშტაბით 3 000 ბენეფიციარს დაურიგდა ტანსაცმელი და სათამაშოები. მიმდინარე წელს ორგანიზატორები დაახლოებით იგივე რაოდენობის ბენეფიციარს დაეხმარებიან ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ივლისი 05
თბილისის პირველ გიმნაზიაში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე და სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის წარმომადგენლები ფერეიდნელ ახალგაზრდებს შეხვდნენ.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ივნისი 29
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო მშვიდობის გავითარების ცენტრთან ერთად მეორე წელია ახორციელებს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური არაფორამალური დიალოგის მხარდაჭერის პროგრამას. პროგრამის ფარგლებში შერჩეული არიან 16-დან 29 წლამდე ახალგაზრდები საქართველოს ექვსი ქალაქიდან (თბილისი, ქუთაისი, წყალტუბო, ზუგდიდი, ბათუმი და ფოთი).
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ივნისი 27
სოციალური პროექტი „წიგნი ყველა სოფელს - 2017" დასრულდა. სოფლების ბიბლიოთეკებს პროექტის ფარგლებში წელს 10 000-ზე მეტი გამოცემა შეემატა. წელს ბოლო მოსიარულე ბიბლიოთეკა საგარეჯოს მიმართულებით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან გაემგზავრა. წიგნები კახეთისკენ მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძემ, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ, პროექტის ინიციატორი ორგანიზაცია „სტუდენტური ერთიანობის" დამფუძნებელმა ბექა ღაჟონიამ და სამინისტროს თანამშრომლებმა გააცილეს. შეგროვებული წიგნების გარდა სამინისტრომ სოფლებში წელს, წინა წლების მსგავსად სპორტული ლიტერატურაც გაგზავნა.