სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  05 06
19 20
23 24 25 26 27
28 29 30 31      

პროექტი „წერილი გაეროს გენერალურ მდივანს“

თარიღი: 2017 ივლისი 27

საქართველოს მოქალაქე ყველა ახალგაზრდას 18 დან 25 წლამდე  საშუალება აქვს გაუგზავნოს  წერილი გაეროს გენერალურ მდივანს!

გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის, გიორგი ტუმასიანის ინიციატივით იწყება პროექტი "წერილი გაეროს გენერალურ მდივანს".

კონკურსის შედეგად გამოვლენილი სამი საუკეთესო წერილი გადმოეცემა გაეროს გენერალურ მდივანს სექტემბერში ნიუ-იორკში გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის ვიზიტის დროს. გამარჯვებულთა გამოსავლენად შეიქმნება სპეციალური კომისია.

წერილი უნდა ეხებოდეს საქართველოს ახალგაზრდობისთვის აქტუალურ საკითხს/საკითხებს და სრულფასოვნად უნდა ასახავდეს საქართველოს ახალგაზრდობის ზოგად ხედვებსა და მოსაზრებებს. წერილის კონკრეტული თემა და სტილი კონკურსანტის გადასაწყვეტია.

წერილი უნდა იყოს დაწერილი ქართულ ან ინგლისურ ენაზე, არ უნდა აღემატებოდეს 500 სიტყვას (font - sylfaen, font size - 12, line spacing - 1,5). წერილები უნდა გამოაგზავნოთ 2017 წლის 25 აგვისტოს ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - youthdelegategeorgia@gmail.com

იდეის ავტორია გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი 2013-2014 წლებში, თორნიკე ზურაბაშვილი.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 აგვისტო 21
პროექტი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მიერ უკვე მეორე წელია ფინანსდება და მას „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21" უწევს ორგანიზებას.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 აგვისტო 18
თბილისში, ქიაჩელის 14 ნომერში პირველი სოციალური კაფე გაიხსნა, სადაც მხოლოდ ახალგაზრდა მუსიკოსები არიან დასაქმებული. გარდა იმისია, რომ  "Hello Joe"-ს სცენა ახალგაზრდულ ბენდებს ეთმობა, მომსახურე პერსონალიც ახალგაზრდა შემსრულებლებითაა დაკომპლექტებული. სოციალური საწარმოს მიზანია, გადაჭრას დასაქმების საკითხი ახალგაზრდებში.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 აგვისტო 16
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის აცხადებს რეგისტრაციას ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-8 ფორუმში მონაწილეობის მისაღებად. ფორუმი გაიმართება ქალაქ თბილისში 9-10 სექტემბერს.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 აგვისტო 04
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და შპს "სპორტმშენსერვისის" დირექტორმა ლევან ტარყაშვილმა მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს დიღმის ოლიმპიურ აუზზე უმასპინძლეს. ოლიმპიური აუზის მომსახურებით ამ ეტაპზე 12 ბავშვმა ისარგებლა,სამომავლოდ დაგეგმილია თანამშრომლობის გაღრმავება და სპორტულ აქტივობებში უფრო მეტი ბავშვის ჩართულობა.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 აგვისტო 02
გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი,გიორგი ტუმასიანის ინიციატივით და  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელწმიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით,30 ივლისს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა და ახალგაზრდა ეთნიკურმა უმცირესობებმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან  ვაზიანის სამხედრო ბაზაზე საერთაშორისო სწავლება -"ღირსეული პარტნიორი 2017-ის" გახსნის ოფიციალურ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.