სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
            01
07 08
10 14 15
18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ბოლნისში სკაუტური ბანაკი გაიხსნა

თარიღი: 2017 ივლისი 28

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით და საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზებით სოფელ ფოლადაურში „საერთაშორისო  საზაფხულო სკაუტური ბანაკი" გაიხსნა.

ბანაკი წელს 550-მდე მონაწილეს მასპინძლობს.14-დან 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდები ბანაკში ერთ კვირას გაატარებენ. სხვადასხვა სპორტული აქტივობებისა და ლაშქრობების გარდა ბანაკი ტრეინინგების შემდეგ კურსებს ითვალისწინებს: ლიდერობა და პიროვნული განვითარება, სამოქალაქო განათლება, გარემოს დაცვა,ბუნებაში ორიენტირება. ბანაკის მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას ევროკავშირის ღირებულებების შესახებ და გაეცნობიან სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.

პროგრამის მიზანია ლიდერული უნარ-ჩვევებისა და სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება. საქართველოს  გახსნის საზეიმო ცერემონიას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე,საქართველოს პარლამენტის წევრი ირინა ფრუიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 13
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით თბილისში კიდევ ერთი სოციალური საწარმო ამოქმედდა. საწარმოში ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა შეისწავლონ ლითონებსა და ტიხრულ მინანქარზე მუშაობა. პროექტი სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ახალგაზრდა ფინანსისტთა და ეკონომისტთა ასოციაციამ განახორციელა.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 09
  ეროვნული ბიბლიოთეკის ცენტრალურ დარბაზში, პროექტის „შემოსე თანამოქალაქე" შემაჯამებელი ღონისძიება და შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სტუდენტური ერთიანობის'' მიერაა ორგანიზებული და უკვე მეორე წელია ხორციელდება.     
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 06
  გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ელჩი გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.  გიორგი ტუმასიანმა მდგრადი განვითარების მიზნებსა და საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. ამასთან, უპასუხა რუსეთის წარმომადგენელს. ტუმასიანის განცხადებით, მოსკოვი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და არღვევს არაერთ საერთაშორისო შეთანხმებას.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 სექტემბერი 22
  სოციალური მეწარმეობის საკითხზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“. კონფერენცია მიზნად ისახავს სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის მექანიზმებისა და სამართლებრივი რეგულირების კუთხით არსებული საჭიროებების წარმოჩენას. მონაწილეებმა ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან ერთად განიხილეს ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება.   
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 სექტემბერი 20
  ლიტვის რესპუბლიკის სოციალური დაცვისა და შრომის სამინისტრომ საქართველოში ოთხდღიანი ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. დელეგაციას სპორტისა და ახლგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ უმასპინძლა.