სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
            01
07 08
10 14 15
18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

SOS ბავშვთა სოფლის ახალგაზრდები ოლიმპიურ აუზს ესტუმრნენ

თარიღი: 2017 აგვისტო 04

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და შპს "სპორტმშენსერვისის" დირექტორმა ლევან ტარყაშვილმა მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს დიღმის ოლიმპიურ აუზზე უმასპინძლეს. ოლიმპიური აუზის მომსახურებით ამ ეტაპზე 12 ბავშვმა ისარგებლა, სამომავლოდ დაგეგმილია თანამშრომლობის გაღრმავება და სპორტულ აქტივობებში უფრო მეტი ბავშვის ჩართულობა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო თბილისის SOS ბავშვთა სოფელთან რამდენიმე წელია აქტიურად თანამშრომლობს. სამინისტრო ბავშვთა სოფლის ახალგაზრდების სპორტით დაინტერესებასა და მათ სპორტში ჩართულობაზე ზრუნავს. ბავშვთა სოფლის აღსაზრდელები სპორტის სხვადასხვა სახეობის წრეზე დადიან და ვარჯიშის გარდა სხვადასხვა შეჯიბრებებშიც მონაწილეობენ.

ტარიელ ხეჩიკაშვილი:  „სამინისტროს ჩართულობით, ჩვენ მაქსიმლუარად შევუწყობთ ხელს ახალგაზრდებს, რათა ისინი სპორტით დაინტერესდნენ და სხვადასხვა სპორტული სახეობებით დაკავდნენ. სპორტი საქართველოში ყველა სეგმენტისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს და რა თქმა უნდა, ამ ბავშვებსაც აქვთ საშუალება იმისა, რომ წარმატებულები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სახეობაში. ჩვენი მეგობრობა სამომავლოდ აუცილებლად გაგრძელდება და თითოეულ მათგანს დავეხმარებით, იმისათის რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთონ სპორტულ აქტივობებში და წარმატებულები გახდნენ."

სამინისტრო ბავშვთა სოფლის აღსაზრდელების სპორტით დაინტერესებასა და მათ სპორტში ჩართულობაზე ზრუნავს.პროექტი ემსახურება მასობრივი სპორტის განვითარებას.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 13
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით თბილისში კიდევ ერთი სოციალური საწარმო ამოქმედდა. საწარმოში ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა შეისწავლონ ლითონებსა და ტიხრულ მინანქარზე მუშაობა. პროექტი სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ახალგაზრდა ფინანსისტთა და ეკონომისტთა ასოციაციამ განახორციელა.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 09
  ეროვნული ბიბლიოთეკის ცენტრალურ დარბაზში, პროექტის „შემოსე თანამოქალაქე" შემაჯამებელი ღონისძიება და შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სტუდენტური ერთიანობის'' მიერაა ორგანიზებული და უკვე მეორე წელია ხორციელდება.     
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 06
  გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ელჩი გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.  გიორგი ტუმასიანმა მდგრადი განვითარების მიზნებსა და საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. ამასთან, უპასუხა რუსეთის წარმომადგენელს. ტუმასიანის განცხადებით, მოსკოვი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და არღვევს არაერთ საერთაშორისო შეთანხმებას.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 სექტემბერი 22
  სოციალური მეწარმეობის საკითხზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“. კონფერენცია მიზნად ისახავს სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის მექანიზმებისა და სამართლებრივი რეგულირების კუთხით არსებული საჭიროებების წარმოჩენას. მონაწილეებმა ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან ერთად განიხილეს ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება.   
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 სექტემბერი 20
  ლიტვის რესპუბლიკის სოციალური დაცვისა და შრომის სამინისტრომ საქართველოში ოთხდღიანი ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. დელეგაციას სპორტისა და ახლგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ უმასპინძლა.