სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       
10
17
22 23 24
25 26 27 28 29 30  

საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-8 ფორუმი

თარიღი: 2017 აგვისტო 16

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის აცხადებს რეგისტრაციას ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-8 ფორუმში მონაწილეობის მისაღებად.ფორუმი გაიმართება ქალაქ თბილისში 9-10 სექტემბერს.

საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმი ყოველწლიურად 2007 წლიდან ხორციელდება. ფორუმის ძირითადი მიზანია ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ურთიერთობის განვითარება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში არასამთავრობო სექტორის მონაწილეობის უზრუნველყოფა.

საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-8 ფორუმს წარმოგიდგენთ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და მშვიდობისა და განვითარების აკადამია. ფორუმის პარტნიორები არიან არაფორმალური განათლების ახალგაზრდული ცენტრი "მზიანი სახლი" (თბილისი), სალტო აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის რესურს ცენტრი (ვარშავა, პოლონეთი), საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია - სიქა (რუსთავი), ახალგაზრდული ასოციაცია "დრონი" (თბილისი), ასოციაცია "ათინათი" (ზუგდიდი), სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო (ოზურგეთი), ქართველი ახალგაზრდები ევროპისათვის (რუსთავი).

ფორუმზე მოწვეულნი არიან:

  • ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციები;
  • საერთაშორისო ორგანიზაციები;
  • სახელმწიფო ორგანიზაციები;
  • ახალგაზრული პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტები.

ფორუმის მიზნები:

  • საქართველოს ახალგარდული სფეროს განვითარების სტრატეგიის განხილვა;
  • სამთავრობო და არასამთავრობო ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის კომუნიკაციის და თანამშრომლობის დამყარების ხელშეწყობა;
  • მონაწილე ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ ცნობადობის ამაღლება და თანამშრომლობის გაღრმავება;
  • ახალგაზრდულ სფეროში არსებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროგრამებისა და ფონდების შესახებ ინფორმაციის გავრცელება;

ფორუმის მთავარი თემები და ფორმატი:

  • თემა: საქართველოს ახალგაზრდული სფეროს განვითარების სტრატეგია;
    • ფორმატი: პანელური დისკუსია;

  • თემა: ახალგაზრდული ორგანიზაციების საქმიანობა;
    • ფორმატი: გამოფენა;
  • თემა: საქართველოს ახალგაზრდული სფეროს განვითარების სტრატეგიის განხორციელება;
    • ფორმატი: პრეზენტაცია, კითხვა-პასუხი;

  • თემა: საქართველოს ახალგაზრდული სფეროს განვითარების სტრატეგიის განხორციელება;
    • ფორმატი: მუშაობა მცირე ჯგუფებში;
  • თემა: სამუშაო ჯგუფების მიგნებები და რეკომენდაციები;
    •  ფორმატი: პრეზენტაცია, დისკუსია, კითხვა-პასუხი.

სამუშაო ფორმატი მოიცავს პრეზენტაციებს, პლენარულ დისკუსიებს, მუშაობას ჯგუფებში, საერთო დისკუსიას. ორგანიზაციების გამოფენა გაიმართება „ღია სივრცის" მეთოდით სადაც დასწრების შესაძლებლობა ექნება ყველა დაინტერესებულ მსურველს.

ფორუმში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ რეგისტრირებულ ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციას. განაცხადების რეგისტრაცია მიმდინარეობს 2017 წლის 7 სექტემბრის ჩათვლით.

განაცხადის ელექტრონული ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://youth.ge/განაცხადის-ფორმა/

თითო ორგანიზაციიდან შესაძლებელია დარეგისტრირდეს მხოლოდ ერთი წარმომადგენელი. ასევე, ფორუმზე დაიშვებიან მხოლოდ დარეგისტრირებული მონაწილეები.

ახალგაზრდული ორგანიზაციების გამოფენაზე დასწრება თავისუფალია.

მისამართი:

საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-8 ფორუმი გაიმართება შემდეგ მისამართზე:

. თბილისი, . წერეთლის გამზირი 118, საგამოფენო ცენტრიექსპო ჯორჯია"- მესამე პავილიონი.

მე-8 ფორუმი 2017 წლის 9-10 სექტემბერს გაიმართება. მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყება 9 სექტემბერს 9:30-ზე, ხოლო ფორუმი დაიწყება 9 სექტმებერს 10:00 საათზე.

ფორუმზე მოწვეული იქნებიან მხოლოდ იმ ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელთა სიაც იქნება მოცემული ამავე ბლოგის გვერდზე "მონაწილეთა სია". საბოლოო სია გამოქვეყნდება 2017 წლის 8 სექტემბერს.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ იხილოთ ამ ბლოგის გვერდი "ხშირად დასმული შეკითხვები", თუ თქვენს კითხვაზე ვერ იპოვეთ გაცემული პასუხი ამ შემთხვევაში დაუკავშირდით გიორგი კაკულიას, ფორუმის მთავარ ფასილიტატორს შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: giorgi.kakulia@apd.ge

განაცხადის ელექტრონული ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:

https://youth.ge/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%90/

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 სექტემბერი 20
  ლიტვის რესპუბლიკის სოციალური დაცვისა და შრომის სამინისტრომ საქართველოში ოთხდღიანი ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. დელეგაციას სპორტისა და ახლგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ უმასპინძლა.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 სექტემბერი 19
  ბაზალეთში საზეიმოდ გაიხსნა საერთაშორისო ბანაკი  „ConnectingYouthThroughArt: EU-EaPSummerCamp 2017". ბანაკს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი ახორციელებს  და ის საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით ტარდება.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 სექტემბერი 09
9-10 სექტემბერს საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯია-ს მესამე პავილიონი საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-8 ფორუმს მასპინძლობს. ფორუმის ორგანიზატორები არიან: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და მშვიდობისა და განვითარების აკადამია. 
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 სექტემბერი 04
პროგრამა „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად" სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრმა თავდაცვისა და განათლების სამინისტროებთან ერთად, მთავრობის განკარგულებით განახორციელა.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 აგვისტო 21
პროექტი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მიერ უკვე მეორე წელია ფინანსდება და მას „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21" უწევს ორგანიზებას.