სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       
10
17
22 23 24
25 26 27 28 29 30  

ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის თბილისში პირველი სოციალური კაფე გაიხსნა

თარიღი: 2017 აგვისტო 18

თბილისში, ქიაჩელის 14 ნომერში პირველი სოციალური კაფე გაიხსნა, სადაც მხოლოდ ახალგაზრდა მუსიკოსები არიან დასაქმებული. გარდა იმისია, რომ  "Hello Joe"-ს სცენა ახალგაზრდულ ბენდებს ეთმობა, მომსახურე პერსონალიც ახალგაზრდა შემსრულებლებითაა დაკომპლექტებული. სოციალური საწარმოს მიზანია, გადაჭრას დასაქმების საკითხი ახალგაზრდებში.

ესაა სივრცე, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, საათობრივად მიიღონ ანაზღაურება, რომელიც თავის მხრივ მორგებული იქნება მათ გრაფიკზე და ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მუსიკოსებს ექნებათ საშუალება გამოიმუშავონ შემოსავალი მათთვის სასურველ დროს. "Hello Joe"-ს სტუმრები კლასიკურ მუსიკასა და ჯაზს მოისმენენ. გარდა ამისა, ეს კაფე შესანიშნავი ადგილია იმისათვის, რომ დაინტერესებულმა პროდიუსერებმა დამწყები მუსიკოსები შეარჩიონ სხვადასხვა პროექტებისთვის. "Hello Joe" ორიენტირებულია 18-დან - 30 წლამდე ასაკის მუსიკოსებზე და მაქსიმალურად ეცდება ხელი შეუწყოს მათ კარიერულ წინსვლას.

პროექტი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით ახალგაზრდულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ჰელოუ ჯოი"განახორციელა.

სოციალური კაფეს პირველი სტუმრები სპორტისა და ახლაგარდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე, კონსერვატორიის რექტორი რეზო კიკნაძე და კონსერვატორიის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, ბავშვთა და ახლაგზრდობის განვითარების ფონდის დირექტორი ირაკლი ჟორჟოლიანი იყვნენ.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 სექტემბერი 20
  ლიტვის რესპუბლიკის სოციალური დაცვისა და შრომის სამინისტრომ საქართველოში ოთხდღიანი ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. დელეგაციას სპორტისა და ახლგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ უმასპინძლა.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 სექტემბერი 19
  ბაზალეთში საზეიმოდ გაიხსნა საერთაშორისო ბანაკი  „ConnectingYouthThroughArt: EU-EaPSummerCamp 2017". ბანაკს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი ახორციელებს  და ის საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით ტარდება.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 სექტემბერი 09
9-10 სექტემბერს საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯია-ს მესამე პავილიონი საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-8 ფორუმს მასპინძლობს. ფორუმის ორგანიზატორები არიან: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და მშვიდობისა და განვითარების აკადამია. 
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 სექტემბერი 04
პროგრამა „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად" სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრმა თავდაცვისა და განათლების სამინისტროებთან ერთად, მთავრობის განკარგულებით განახორციელა.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 აგვისტო 21
პროექტი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მიერ უკვე მეორე წელია ფინანსდება და მას „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21" უწევს ორგანიზებას.