სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       
10
17
22 23 24
25 26 27 28 29 30  

ფერეიდნელმა ქართველებმა თბილისში ქართული ენა და ხალხური სიმღერები შეისწავლეს

თარიღი: 2017 აგვისტო 21


პროექტი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მიერ უკვე მეორე წელია ფინანსდება და მას „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21" უწევს ორგანიზებას.

80 ფერეიდნელ ქართველს პროექტის ფარგლებში  შესაძლებლობა ჰქონდა საქართველოში ჩამოსულიყო და შეესწავლა ქართული ენა და ხალხული სიმღერები, გაცნობოდა საქართველოს ისტორიას და კულტურას.

თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში, ფერეიდნელებმა დასკვნითი ღონისძება გამართეს. ახალგაზრდებმა პროექტის ფარგლებში შესწავლილი  სიმღერები ხალხურ საკრავებზე შეასრულეს.

ღონისძიების დასასრულს „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21"-ის  ხელმძღვანელმა ზვიად ტომარაძემ ახალგაზრდებს პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

„თქვენი საქართველოში ყოფნა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენ ჩვენი განუყოფელი ნაწილი ხართ, ჩვენ ვერ დაგვაშორებს საუკუნეები. თითოეული თქვენგანი ჩვენთვის ძვირფასია, დღევანდელ დღეს თქვენ ხართ ელჩები საქართველოსა და სამშობლოდან შორს მყოფ ქართველებს შორის, ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს, ჩვენ ერთი გენი გვაქვს, ქედს ვიხრით თქვენს წინაშე და მადლობას გიხდით ყველაფრისათვის. მომავალში  პროექტი აუცილებლად გაგრძელდება და მეტად მაშტაბური გახდება" - მიმართა ფერეიდნელებს ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

პროექტის მიზანია, ფერეიდანში მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებს შეასწავლოს ქართული ენა და ხალხური სიმღერები, გააცნოს საქართველოში არსებული ისტორიული ძეგლები. დღევანდელი მონაცემებით  ფერეიდანში 50 000-მდე ქართველი ცხოვრობს.

ღონისძებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩკაშვილი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, საქართველოს პარლამენტის წევრი სიმონ ნოზაძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ირანოლოგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელი ნომადი ბართაია,თბილისის საკრებულოს წევრი სოსო მანჯავიძე და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.



სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 სექტემბერი 20
  ლიტვის რესპუბლიკის სოციალური დაცვისა და შრომის სამინისტრომ საქართველოში ოთხდღიანი ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. დელეგაციას სპორტისა და ახლგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ უმასპინძლა.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 სექტემბერი 19
  ბაზალეთში საზეიმოდ გაიხსნა საერთაშორისო ბანაკი  „ConnectingYouthThroughArt: EU-EaPSummerCamp 2017". ბანაკს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი ახორციელებს  და ის საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით ტარდება.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 სექტემბერი 09
9-10 სექტემბერს საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯია-ს მესამე პავილიონი საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-8 ფორუმს მასპინძლობს. ფორუმის ორგანიზატორები არიან: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და მშვიდობისა და განვითარების აკადამია. 
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 სექტემბერი 04
პროგრამა „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად" სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრმა თავდაცვისა და განათლების სამინისტროებთან ერთად, მთავრობის განკარგულებით განახორციელა.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 აგვისტო 18
თბილისში, ქიაჩელის 14 ნომერში პირველი სოციალური კაფე გაიხსნა, სადაც მხოლოდ ახალგაზრდა მუსიკოსები არიან დასაქმებული. გარდა იმისია, რომ  "Hello Joe"-ს სცენა ახალგაზრდულ ბენდებს ეთმობა, მომსახურე პერსონალიც ახალგაზრდა შემსრულებლებითაა დაკომპლექტებული. სოციალური საწარმოს მიზანია, გადაჭრას დასაქმების საკითხი ახალგაზრდებში.