სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    04 05
16 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-8 ფორუმი

თარიღი: 2017 სექტემბერი 09

9-10 სექტემბერს საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯია-ს მესამე პავილიონი საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-8 ფორუმს მასპინძლობს. ფორუმის ორგანიზატორები არიან: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და მშვიდობისა და განვითარების აკადამია. 

2017 წელს ფორუმში მონაწილეობას იღებს 200-მდე ახალგაზრდული ორგანიზაცია, სახელმწიფო უწყებები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ახალგაზრული პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტები. საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმი 2007 წლიდან  ყოველწლიურად იმართება.

ფორუმის ძირითადი მიზანია ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ურთიერთობის განვითარება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში არასამთავრობო სექტორის მონაწილეობის უზრუნველყოფა. ასევე გაიმართა ორგანიზაციების გამოფენა „ღია სივრცის" მეთოდით, სადაც დასწრების შესაძლებლობა ყველა დაინტერესებულ მსურველს ჰქონდა.

ფორუმს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე ესწრებიან. მათ პანელურ დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა და ახალგაზრდული ორგანიზაციების შეკითხვებს უპასუხეს.

ფორუმის პარტნიორები არიან არაფორმალური განათლების ახალგაზრდული ცენტრი "მზიანი სახლი" (თბილისი), სალტო აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის რესურს ცენტრი (ვარშავა, პოლონეთი), საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია - სიქა (რუსთავი), ახალგაზრდული ასოციაცია "დრონი" (თბილისი), ასოციაცია "ათინათი" (ზუგდიდი), სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო (ოზურგეთი), ქართველი ახალგაზრდები ევროპისათვის (რუსთავი).

ფორუმის მიზნები:

საქართველოს ახალგაზრდული სფეროს განვითარების სტრატეგიის განხილვა;

სამთავრობო და არასამთავრობო ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის კომუნიკაციის და თანამშრომლობის დამყარების ხელშეწყობა;

მონაწილე ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ ცნობადობის ამაღლება და თანამშრომლობის გაღრმავება;

ახალგაზრდულ სფეროში არსებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროგრამებისა და ფონდების შესახებ ინფორმაციის გავრცელება;

ფორუმის მთავარი თემები და ფორმატი:

თემა: საქართველოს ახალგაზრდული სფეროს განვითარების სტრატეგია;

ფორმატი: პანელური დისკუსია;

თემა: ახალგაზრდული ორგანიზაციების საქმიანობა;

ფორმატი: გამოფენა;

თემა: საქართველოს ახალგაზრდული სფეროს განვითარების სტრატეგიის განხორციელება;

ფორმატი: პრეზენტაცია, კითხვა-პასუხი;

თემა: საქართველოს ახალგაზრდული სფეროს განვითარების სტრატეგიის განხორციელება;

ფორმატი: მუშაობა მცირე ჯგუფებში;

თემა: სამუშაო ჯგუფების მიგნებები და რეკომენდაციები;

ფორმატი: პრეზენტაცია, დისკუსია, კითხვა-პასუხი.

სამუშაო ფორმატი მოიცავს პრეზენტაციებს, პლენარულ დისკუსიებს, მუშაობას ჯგუფებში, საერთო დისკუსიას. ორგანიზაციების გამოფენა გაიმართება „ღია სივრცის" მეთოდით, სადაც დასწრების შესაძლებლობა ექნება ყველა დაინტერესებულ მსურველს.

სამინისტროს პრესსამსახური

 

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ნოემბერი 06
ზემო ნიქოზის მეკლდეურთა კლუბი სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს დახმარებით 2017 წლიდან  ფუნქციონირებს.  კლუბში უკვე გაწევრიანებული არიან ადგილობრივი ახალგაზრდები, რომლებიც ყოველდღიურად ვარჯიშობენ თანამედროვე ინფრასტრუქტურით და უსაფრთხოების მექანიზმებით აღჭურვილ კლუბში და ქვეყნის მასშტაბით გამართულ შეჯიბრებებზეც აქტიურად გამოდიან.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 30
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტის ,,მეწარმეობის რეგიონული სკოლა''შემაჯამებელი ღონისძიება - დემო დღე, ახალგაზრდა მეწარმეების პროდუქტების გამოფენა„ფაბრიკაში" გაიმართა.პროექტის მონაწილებმა წარმოადგინეს პროექტის ფარგლებში შექმნილი პროტოტიპები - იმ ნაწარმისა და პროდუქციის პირველადი ვერსია, რომლის წარმოების იდეაც სწორედ პროექტის მსვლელობისას გაჩნდა. პროექტში ჩართულნი არიან  ახალგაზრდებიგორიდან, ზუგდიდიდან, ახალციხიდან და  პანკისის ხეობიდან.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 27
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით წეროვანის დევნილთა დასახლებაში სოციალური საწარმო განახლდა. პროექტის მიზანი წეროვანში მდებარე სოციალური საწარმო „იკორთას" ეკონომიკური გაძლიერება და ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის საწარმოში დასაქმების მიზნით პროფესიული გადამზადების კურსების ჩატარება იყო. პროექტის ფარგლებში საწარმო აღიჭურვა საჭირო ტექნიკითა და ინვენტარით. „იკორთაში" ამ ეტაპზე მუდმივადაა დასაქმებული დევნილთა დასახლებაში მცხოვრები 6 ახალგაზრდა. სასწავლო კურსი მათ მინანქრის ოსტატმა საწარმოში დასაქმებულ 6 ახალგაზრდას ჩაუტარა სასწავლო კურსი.  
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 19
  ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ახალგაზრდული პარტნიორობა აცხადებს რეგისტრაციას უფასო 6 კვირიან ონლაინ სასწავლო კურსზე ახალგაზრდობის პოლიტიკის შესახებ. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.     
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 13
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით თბილისში კიდევ ერთი სოციალური საწარმო ამოქმედდა. საწარმოში ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა შეისწავლონ ლითონებსა და ტიხრულ მინანქარზე მუშაობა. პროექტი სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ახალგაზრდა ფინანსისტთა და ეკონომისტთა ასოციაციამ განახორციელა.