ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge
ბაზალეთში საზეიმოდ გაიხსნა საერთაშორისო ბანაკი „ConnectingYouthThroughArt: EU-EaPSummerCamp 2017". ბანაკს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი ახორციელებს და ის საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით ტარდება.
ბანაკი მოზარდებს 18-დან 24 სექტემბერამდე უმასპინძლებს და მასში 10 ქვეყნის 80 წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას. 80-დან 47 უცხოელია, დანარჩენი კი უცხოეთში მცხოვრები ქართველი. პროექტის მიზანია ინტერკულტურული მეგობრობის გაღრმავება, არაფორმალური დიალოგისთვის პლატფორმის შექმნა და ევროპული ღირებულებების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება.
2017 წელს მთავრობის ხელშეწყობით ანაკლიის, შაორის, მანავის, ლაგოდეხის, ბოლნისის, ქუთაისის, აჭარის და ბაზალეთის ახალგაზრდულ, სკაუტურ, საერთაშორისო, ინკლუზიურ და ეკო ბანაკებში 10 000-მა ბავშვმა და ახალგაზრდამ დაისვენა. პროექტი მომავალ წელსაც გაგრძელდება და უფრო მასშტაბური იქნება.
ბაზალეთზე ბანაკის გახსნის ღონისძიებას დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე, კულტურის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების ხელმძღვანელი ვინსენტ რეი და სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლები დაესწრნენ.
რევაზ ჯაველიძე - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე
„ძალიან სასიხარულოა, რომ გვაქვს შესაძლებლობა საერთაშორისო საპილოტო ბანაკში ვუმასპინძლოთ ჩვენს ახალგაზრდებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან. ეს არის ძალიან წარმატებული პროექტი. ერთი კვირის განმავლობაში ჩვენს ახალგაზრდებს, რომლებიც ბანაკში ისვენებენ, ექნებათ შესაძლებლობა მონაწილოება მიიღონ მასტერ კლასებში, სხვადასხვა სახელოვნებო მიმართულებით, ეწვიონ მუზეუმებს თბილისში და გაეცნონ ჩვენს კულტურას".
ვინსენტ რეი - საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების ხელმძღვანელი
„ეს ბანაკი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან აერთიანებს სხვადასხვა კულტურის ხალხს. ევროპელობას ქმნის კულტურა. ადგილი არის მშვენიერი, ხოლო ბანაკი მართლაც წარმატებულია, როგორც ველოდით. იმედი მაქვს, მონაწილეები ისიამოვნებენ და გაერთობიან".
სამინისტროს პრესსამსახური